დამანგრეველმა ქარიშხალმა "სენდიმ," დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და უამრავი ნიუ-იორკელი და ნიუ-ჯერსელი საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა. არავინ დარჩენილა გულგრილი ამ ტრაგედიის მიმართ, მათ შორის ვარსკვლავები.
სტიქიასთან დაკავშირებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო: კრისტინა აგილერამ, სტინგმა, დენი დე ვიტომ, ჯონ ბონ ჯოვიმ და სხვა ცნობილმა ადამიანმა.
კრისტინა აგილერამ აღნიშნა, რომ თანაუგრძნობს ნიუ-იორკის - მშობლიური ქალაქის მაცხოვრებლებს: "ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია, რათა დაგეხმაროთ. არავინ დარჩება მხარდაჭერის გარეშე, რადგან თითოეული თქვენთაგანი, ბევრს ნიშნავს".
შემდეგ, 31 წლის მომღერალმა შეასრულა თავისი ჰიტი Beautiful.