ეშტონ კატჩერთან განქორწინების შემდეგ, დემი მურის სამი ქალიშვილი - სკაუტი, ტალულა და რუმერი, დედას გვერდიდან არ მოშორებიან, თუმცა, როგორც ჩანს, ჰოლივუდში დედაშვილურ თანადგომას ვადა გასდის.
გოგონებმა დედასთან კონტაქტი გაწყვიტეს. ბოლო თვეების განმავლობაში დემიმ საკუთარი შვილები მხოლოდ რამდენჯერმე ნახა. გოგონები დედის ჯანმრთელობის მდგომარეობამ დაღალა, რის გამოც ოჯახში ხშირად იყო ჩხუბი.
"ტალულას, რუმერსა და სკაუტს აღარ შეუძლიათ ამ სტრესის ატანა. მიაჩნიათ, რომ დედისგან დროებით თავი შორს უნდა დაიჭირონ", - განაცხადა წყარომ.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დემი ტალულას გამოსაშვებ საღამოს დაესწრო. მსახიობი ღონისძიებაზე მარტო მივიდა და მთელი საღამო საკუთარ თავში ჩაკეტილმა გაატარა, ხოლო გოგონები მამასთან ერთად მხიარულობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გოგონები დღემდე აგრძელებენ მამინაცვალთან, ეშტონ კატჩერთან ურთიერთობას, რაც დემის კიდევ უფრო აღიზიანებს.
|