|
|
მთავარი » 2012 » მარტი » 30 » დენიელ რედკლიფი მამაკაცის მკლავებში ”გამოიჭირეს”
5:18 PM დენიელ რედკლიფი მამაკაცის მკლავებში ”გამოიჭირეს” |
"ჰარი პოტერის" ვარსკვლავი ნიუ-იორკის ცენტრში მამაკაცთან ჩახუტებული გამოიჭირეს. ამ ინფორმაციის დასადასტურებლად, ინტერნეტში მაკომპრომეტირებელი ფოტოები გამოაქვეყნეს.
სინამდვილეში, დენიელი გადასაღებ მოედანზე პარტნიორს, მსახიობ ჯეკ ჰიუსტონს ეხუტებოდა, რომელიც სცენარის მიხედვით, მისი ახლო მეგობარი და კოლეგაა. ფოტო, რომელიც ქსელში მოხვდა და ხმაური გამოიწვია, ახალი ფილმის - "მოკალი შენი საყვარელი ადამიანები" გადაღებების დროს გადაიღეს. სურათში რედკლიფი და ჰიუსტონი მთავარ როლებს ასრულებენ.
ფილმი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა, რომლებიც გასული საუკუნის 40-იან წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტში ხდებოდა. რედკლიფი - პოეტ ალენ გინზბერგის, ხოლო ჰიუსტონი მწერალ ჯეკ კერუაკის როლს ასრულებს. სურათის პრემიერა მომავალ წელს იგეგმება.
|
კატეგორია: ვარსკვლავები ♥ |
ნანახია: 526 |
დაამატა: DemSMiley
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
საათი: 0:58 AM
თქვენი IP: 18.222.110.189
თარიღი: 2024-05-11
|
|