E X C L U S I V E .... ! აი ყველაზე დიდი ექსკლუზივი !!:დ თქვენთვის !! Demsmiley-ის თხოვნითაც !! )) გადავწყვიტე Wordpress–ზე ბლოგის აგება გასწავლოთ ! მაშ ასე .. ! მომყევით და ვისაც გსურთ ააგეთ თქვენი ბლოგი <3
რაც ბლოგი ავაგე მის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი სამყარო ! სულ სხვანაირად აზროვნება დ უფრო დაფიქრება დავიწყე <33
ბლოგის გაკეთება გადაწყვიტე? ზუსტად იქ მოხვდი სადაც საჭიროა.
არაფერი ამაში რთული არ არის,თავადაც დარწმუნდები! ორი რამ გჭირდება,მოიფიქრო ბლოგის სახელი და გქონდეს ელ.ფოსტა.მეორე პრობლემას არ წარმოადგენს(ერთადერთი,გაითვალისწინეთ თუ ელ-ფოსტა mail.ru-ზე გაქვთ,ვერაფრით ვერ დარეგისტრირდებით,სხვა მისამართი გინდათ) აი პირველს რაც შეეხება–ფანტაზიაა საჭირო,მანამდე კი კარგად მოიფიქრე რა კონტექსტის ბლოგი გექნება,რომ სახელიც და გარეგნული მხარეც შეესაბამებოდეს. მეგობარმა,ნათიამ,მთხოვა ბლოგის გაკეთება და თვალსაჩინოებისთვის მისი ბლოგის აწყობის პროცესს გამოვიყენებ.სახელი მოფიქრებული აქვს–ცისარტყელა უნდა ერქვას–rainbow. მაშ ასე,ვიწყებთ:
1.შევდივართ მისამართზე www.wordpress.com და ვაწკაპებთ sign up now-ს (სტაფილოსფერი ღილაკი მარჯვენა ზედა მხარეს)
2. აქ დაგვხვდება ასეთი გვერდი.ვავსებთ ველებს: Blog Address–ის არის თქვენი ბლოგის მისამართი.ის უნიკალური უნდა იყოს,ანუ სხვას არ უნდა ქონდეს მზგავსი,თორე აჩვენებს წითლად,როგორც სურათშია.ანუ rainbow-რაც მე მინდოდა,არ შეიძლება რომ ავიღო,ამიტომ ვცვლი მას
3. rainbowofmysky-ს ვარქმევ,და აჩვენებს,რომ ეს მისამართი დასაშვებია.
4. Username-ის ველში თვითონ საიტი იგივე სახელს შემოგთავაზებთ,მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ.ეს ის სახელია,რაც დაგჭირდებათ საიტზე შესასვლელად.Password-ს ვირცევთ ისეთს,რომ წითელი არ აჩვენოს,ანუ უსაფრთხოდ უნდა ჩათვალოს საიტმა.შეგვყავს ელ.ფოსტა,და ვაჭერთ Sign up-ს.გილოცავ,ბლოგი უკვე შექმენი!უკვე შეგიძლია გამორთო საიტი. ამოწმებ ელ.ფოსტას.იქ დაგხვდება wordpress-იდან მოსული წერილი,გახსენი და მოცემულ ლინკზე გადადი.
5. აქ გატყობინებენ რომ უკვე შექმენი ბლოგი.შენი აღებული Username და Password-ით შედი შენს ბლოგში(ბარი ზედა მარცხენა კუთხეში)..
6. გაიხსნება გვერდი,სადაც უკვე შენი სახელით ხარ შესული.დააწკაპე My Blog-ს..
7. და აი ესაა შენი ’ახალგამომცხვარი’ ბლოგი,რომლის იერსახის შეცვლასაც ეხლა დავიწყებთ!.
8. My Blog -ღილაკთან რომ კურსორს მიიტან ჩამოიშლება მენიუ,აქ პირველია Dashboard-აქ შევდივართ!.
9. და იხსნება ასეთი სურათი.ეს შენი შიდა სამზარეულოა!ინსტრუმენტების პანელია.მარცხენა მხარეს პანელზე განლაგებულია ყველა ფუნქცია,რაც კი შეიძლება დაგჭირდეს. პირველ რიგში ბლოგის გარეგნულ მხარეზე ვიზრუნოთ,ანუ თემა შევუცვალოთ.
10. ამისთვის მარცხენა პანელებში ვნახულობთ Appearance-ს და მას ’ჩამოვშლით’.ვირჩევთ პირველივე პუნქტს–Themes–ამუ თემას.გაგვიხსნის Manage Themes-განყოფილებას.აქ მოცემული ყველა უფასო wordpress-ის თემა,თავიდან პირველ გვერდზევეა შემთხვევითი მეთოდით შერჩეული თემები(Random),ასევე არის ანბანისებურად დალაგებული,პოპულარული,ბოლოს დამატებული,და პრემიუმი–ფასიანი ვერსიები.
11. ათვალიერებ თემებს და შესაფერისს ეძებ!(ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცვლა)მე მაგალითად უკვე წინასწარ მაქვს შერჩეული თემა Spectrum,ვპოულობ მას.
12. ყველა თემას ქვეშ აწერია Activate – თემის დაყენება და Preview-დათვალიერება..
13. ვაჭერ Preview-ს რომ ჯერ ვნახო,მომწონს თემა თუ არა.მე მომწონს ეს თემა–ზუსტად ისაა რაც მჭირდება.ამიტომ გამოვრთავ.და უკვე Activate-ს დავაწკაპებ..
14. გახსნის პრაქტიკულად ცარიელ გვერდს,დააწკაპე მარცხენა ზედა მხარეს ბლოგის სახელწოდებას!
და აი უკვე შენი ბლოგი,ახალი თემითურთ მოგვევლინა!.
წარმატებულ ბლოგერობას გისურვებ!
კითხვებს არ მივიღებ;დდ მოკლედ აი უბრალოდ ეს რომ დაკოპირებული ვნახო ქეთუსისგან დააერხევა ვინც დააკოპირებს დამიჯრეთ:დდ სურათებში ქეთუსი მომეხმარა დიდი ქალია ამიტომ უფრთხილდით მე კიდევ ყელს გამოგღადრით ^^:დ
მაღიარეთ !!! :დდ
|