ელტონ ჯონი საავადმყოფოში მოხვდა. მომღერალს სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია აღენიშნება. 65 წლის სერ ელტონ ჯონი ლოს-ანჯელესში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმებმა ვარსკვლავს ერთკვირიანი დასვენება ურჩიეს, რის გამოც ჯონს ლას-ვეგასში 4 კონცერტის გაუქმება მოუწია. ამას მომღერლის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს. ელტონმა განაცხადა, რომ მას "სრული სიმშვიდე და ანტიბიოტიკებით მკურნალობა" ესაჭიროება, რათა მალე შეძლოს ძალების აღდგენა. მომღერალმა თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა.