ცნობილმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა ახალგაზრდა მსახიობ, ჩენინგ ტატუმთან ერთად სცენაზე პიკანტური შოუ მოაწყო. ნიუ-იორკში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე სცენაზე 31 წლის ტატუმიც გამოჩნდა და პოპ-ვარსკვლავთან ერთად თამამი და სექსუალური ცეკვა შეასრულა.
ელტონ ჯონი დიდი კმაყოფილებით აყვა ათლეტური აღნაგობის მსახიობს პიკანტურ მოძრაობებში. პრესის შეფასებით, მამაკაცების პერფორმანსი მაყურებლის თვალწინ მსუბუქ ფლირტში გადაიზარდა. 30 წლით უმცროსი მსახიობი კი ელტონ ჯონის უნებლიე შეხებებზე მხოლოდ ღიმილით რეაგირებდა.
"საკუთარი თავი გავიხალისე", - განაცხადა კონცერტის შემდეგ სუპერვარსკვლავმა.
|