ორშაბათი, 2024-04-29, 4:53 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » ემი უაინჰაუსი
7:03 PM
ემი უაინჰაუსი
ემი დაიბადა საუთგეიტის (ლონდონი) რაიონში, ბრიტანელი ებრაელების ოჯახში, დედის მხრიდან რუსული ფესვებით.სწორედ მისი გავლენით ემი დაინტერესდა ჯაზით. მამამისი, მიტჩელ (მიტჩ) უაინჰაუსი, ტაქსის მძღოლი იყო. დედა, ჯენის უაინჰაუს სიტონი ფარმაკოლოგიით იყო დაკავებული. ბებია, როგორც ცნობილია, დიდი ხნის წინ რონი სკოტის შეყვარებული იყო. ემის ძმა, ალექსი, მასზე ოთხი წლით უფროსია. მიტჩი ემის ხშირად უმღეროდა ფრენკ სინატრას სიმღერებს. ემი იმდენად მიეჩვია სიმღერას, რომ ყოველთვის ღიღინებდა და კლასში მისი გაჩუმება რთული იყო.გოგონას მშობლები დაშორდნენ, როდესაც შვილი 9 წლის იყო. 

ამავე პერიოდში ბებიის, სინთიას შემოთავაზებით, დედამ ემი მიიყვანა სიუზი ერნშოუს თეატრალურ სკოლაში. 10 წლის ასაკში ემიმ ბავშვობის მეგობარ ჯულიეტ ეშბისთან ერთად დააარსა რეპ-ჯგუფი Sweet 'n' Sour. ერნშოუს სკოლაში ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა, შემდგომ კი გადავიდა სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში, საიდანაც გარიცხული იყო 14 წლის ასაკში - თითქოს და დაუსწრებლობისა და ცხვირის პირსინგის გამო. თუმცა, სილვია იანგი ამ ინფორმაციას უარყოფა - „15 წლის ასაკში იგი სკოლებს იცვლიდა - გავიგე, რომ გარიცხეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მე მას არასოდეს გავრიცხავდი." სილვია იანგის სკოლის სხვა მოზარდებთან ერთად იგი გამოჩნდა გადაცემის The Fast Show 1997 წლის ერთ-ერთ ეპიზოდში.პარალელურად ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას იცვლიდა. 
27 წლის მომღერალი ემი ვაინჰაუსი ლონდონში, კემდენის რაიონში საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. პოლიციამ ჯერჯერობით მომღერლის სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ შეძლო. პორტალ Clickmusic-ის ვერსიით, პოპ-ვარსკვლავი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. უაინჰაუსი ხანრგძლივი დროის განმავლობაში ალჰოლიზმსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძოდა. 

შემთხვევის ადგილზე სასაწრაფო დახმარების ორი ავტომობილი მივიდა, თუმცა მომღერალი ექიმებს უკვე გადაცვლილი დახვდა. გარდაცვალების გარემოებები უცნობია. 

ვაინჰაუსი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი პოპ-მომღერალი იყო. მას მიღებული აქვს ხუთი Grammy, მათ შორის წლის საუკეთესო სიმღერის, დებიუტისა და საუკეთესო პოპ-ალბომის (Back To Black) კატეგორიებში. ვაინჰაუსი ბრიტანეთის 30 წლამდე ასაკის უმდიდრეს მუსიკოსთა სიაში მეათე ადგილს იკავებდა. მისი ქონება 16,5 მლნ დოლარად იყო შეფასებული. 

მომღერლის დედა მის გარდაცვალებას წინასწარმეტყველებდა 
მომღერალი სარეაბილიტაციო კლინიკაში არაერთხელ იწვა, ბოლოს - 2011 წლის მაისში. ერთხელ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, სადაც ის მშობლებსა და მენეჯერს მიყავდათ, მომღერალი პირველივე მაღაზიასთან გაჩერდა, ერთი ბოთლი არაყი იყიდა და ერთ ამოსუნთქვაზე დალია. 

მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა: რამდენიმე კვირის შემდეგ, ევროპაში მორიგი ტურნეს დროს ვაინჰაუსი ხმაურიან სკანდალში გაეხვა. ბელგრადში კონცერტზე პოპ-ვარსკვლავი სცენაზე მთვრალი გავიდა და ვერცერთი სიმღერა ვერ იმღერა. მომღერლის წარმომადგენლებმა გასტროლები გადადეს და განაცხადეს, რომ ის მკურნალობას დაიწყებდა. 

მომღერალი ტაბლოიდების გვერდებზე სკანდალური გამოხდომების გამო ხშირად ხვდებოდა, მაგრამ თაყვანისმცემლები მისი ნიჭისა და ხმის გამო, ყველაფერს პატიობდნენ. 

სამი წლის წინ ვაინჰაუსი ლონდონიდან კარიბის კუნძულ სენტ-ლუსიაზე გაიქცა, რათა იქ განმარტოვებულიყო და მავნე ჩვევები დაეძლია, თუმცა ტროპიკულ სამოთხეში ცხოვრება მომღერალს ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში ვერ დაეხმარა. მან დროებით შეწყვიტა ნარკოტიკების მიღება, მაგრამ ევროპაში დაბრუნების შემდეგ კვლავ ჰეროინის მომხარებელი გახდა. 

2008 წელს ვაინჰაუსის დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქალიშვილის უდროოდ გარადაცვაელების ეშინოდა. "ვაცნობიერებ, რომ ჩემმა შვილმა შესაძლოა, წლის ბოლომდეც ვერ იცოცხლოს. ის ჩვენს თვალწინ ნელ-ნელა თავს იკლავს, - აცხადებდა ჯენისი, - უკვე შევეგუე, რომ ის მოკვდება. ჩვენ ისიც კი განვიხილეთ, რომელ სასაფლაოზე ისურვებდა ის დაკრძალვას. თუ ის ასე გააგრძელებს ცხოვრებას, ნარკოტიკები მას ბოლოს მოუღებს. ვაკვირდები ჰიტ ლეჯერსა და ბრიტნის სპირსს - ის მათ გზას ადგას. ემი ყოველდღე სვამს. ის თითქოს ნისლში ცხოვრობს. მისი სხეული და ფსიქიკა ჩვენს თვალწინ იხრწნება". 

ნარკოტიკებს ემი მეუღლემ მიაჩვია 
ნარკოტიკებზე დამოკიდებული ემი ვაინჰაუსი ბლეიკ ფილდერ-სივილზე დაქორწინების შემდეგ გახდა. 2009 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ იმ დროისთვის ვაინჰაუსი უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი იყო. განქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე ბლეიკმა მეუღლის ნარკოდამოკიდებულებაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის ჩხუბის გამო იჯდა, ფილდერ-სივილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ემი ჰეროინსა და კოკაინს მიაჩვია და მაზოხისტური მიდრეკილებები გაუღვივა. 

ემის მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ბლეიკი განქორწინებას დათანხმდა. ბრიტანულ გაზეთ News of The World-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფილდერ-სივილმა განაცხადა: "ამ ყველაფერში ემი მე ჩავითრიე, ჩემს გარეშე ის საკუთარ თავს არ დაიღუპავდა. ახლა მე ის უნდა გავუშვა, რათა მან საკუთარი თავის გადარჩენა შეძლოს. მე მას ხელს არ ვკრავ. ამას სიყვარულის გამო ვაკეთებ". 

ბლეიკის თქმით, ციხეში გატარებული ერთი წლის განმავლობაში ის იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ მოექცა საყვარელ მეუღლეს და ამაზე ფიქრმა მას მტანჯველი სინდისის ქეჯნა გაუღვიძა. 

"უდიდესი შეცდომა დავუშვი, როდესაც ემის ჰეროინი გავასინჯე, - აცხადებდა ბლეიკი, - მე ხომ მასზე უფროსი ვიყავი და შესანიშნავად მესმოდა, რომ ნარკოტიკები ემის ცხოვრებას დაუნგრევდა". 

ჟურნალისტებთან ინტერვიუებს დროს ბლეიკი საკუთარი თავის მიმართ მრავალ უცენზურო გამონათქვამს იყენებდა. ფილდერ-სივილი ირწმუნებოდა, რომ მეუღლე კვლავინდებურად უყვარს, მაგრამ უნდა წავიდეს და მას თავი დაანებოს, რათა ემი ოდესმე კვლავ ბედნიერი გახდეს. სამწუხაროდ, ემის ეს არ გამოუვიდა. 

ცნობისთვის 

მისტიური დამთხვევით, ემი ვაინჰაუსი ტრაგიკული "კლუბი 27"-ის წვერი გახდა - ეს როკ-მუსიკის ვარსკვლავთა ჯგუფია, რომლებიც დიდების მწვერვალზე 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. მათ შორის იყვნენ - "ნირვანას" სოლისტი კურტ კობეინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი და ბრაიან ჯონსი. 

კურტ კობეინმა, რომელიც ჰეროინზე და ვალიუმზე დამოკიდებულებით იტანჯებოდა, 1994 წელს თავი იარაღით მოიკლა. 1969 წლის ივლისში Rolling Stone-ის ვარსკვლავი ბრაიან ჯონსი ჰარტფილდში საკუთარი სახლის ეზოში, საცურაო აუზის ფსკერზე აღმოაჩინეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ მუსიკოსის გული ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ძლიერ იყო დაზიანებული. ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წელს ძილისმომგვრელი ათი აბისა და ღვინის დალევის შემდეგ ძილში პირღებინების შედეგად გაიგუდა. მომღერალი ჯენის ჯოპლინი ჰეროინის გადაჭარბებული დოზით, Doors-ის სოლისტი მორისონი კი - 1971 წელს გულის უკმარისობით გარდაიცვალა

 



ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერაა ემის სიმღერებიდან__- You Know I'm No Good)) 



კატეგორია: ბიოგრაფიები ♥ | ნანახია: 884 | დაამატა: DemSMiley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-04-03
- მიყვარს hearts hearts hearts hearts hearts hearts



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:53 AM 
თქვენი IP: 18.216.83.240
თარიღი: 2024-04-29 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.