Fashion Forecast: High-Low Hems
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის ახალი მოდური ტრენდი - ეს არის High-Low Hems, ანუ კაბები გრძელი დაბოლოებითა და წინა, მოკლე ნაწილით, რომელიც უფრო გამოკვეთს სხეულს. ამგვარი ტიპის კაბები გასული სეზონების კოლექციებში მრავლად შეგვხვდა, Jenny Packham, Antonio Berardi, Emilio Pucci, DKNY-ს კოლექციებში. 'ჰემლაინები' სელებრითების საყვარელი ტენდენციაცაა თბილი სეზონისათვის, მოდის მოყვარულები კი გრძელი-მოკლე ტიპის კაბებს უკვე დიდი ხანია უპირატესობას ანიჭებენ.
ეს არის სტილი, რომელიც უფრო ნათლად გამოკვეთს თქვენს სხეულს, თუმცა მისი მორგებისას უნდა გაითვალისწინოთ: აუცილებელია ლამაზი ფეხსაცმელი! რადგანაც მთავარი აქცენტი ჰემლაინის კაბის მორგებისას კეთდება სწორედ ფეხსაცმელზე, ასევე აქსესუარზე. მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება, თუ კაბას ქამრით გამოყოფთ.
მაილი საირუსი Jenny Packham-ის კაბაში
მომღერალმა წითელი ხალიჩისათვის გაზაფხულის შესაფერისი, სტაფილოსფერი კაბა აარჩია და თანაც დაურთო მოდური ტრენდი High-Low Hems. კაბა კი უფრო მიმზიდველი დამატებითმა ეფექტმა, ქალის თეთრეულის დეკორმა, ორნამენტებმა გახადა.
ბლეიკ ლაივლი Emilio Pucci-ის კაბაში
ბლეიკი იმ სელებრითთა შორისაა, რომლებმაც პირველად მოირგეს და სინჯეს ამგვარი სტილის კაბა. ვარსკვლავმა აირჩია ლურჯი ფერის კაბა, გამოკვეთა სხეული, ხაზი გასუვა ფეხსაცმელს.
სელენა გომესი გოთიკური სტილის კაბაში
მომღერალმა გარდა იმისა, რომ ჰემლაინი აირჩია, მას გოთიკური ელემენტებიც დაურთო, ამიტომ მისი კაბა საკმაოდ გლამურული გამოვიდა.
DKNY-ს ეს ვარდისფერი, ნათელი კაბა ზედგამოჭრილია ზაფხულისათვის, სანდლებთან, აქსესუარებთან და ქუდთან ერთად
|