მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად
მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.
მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა
ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს
ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში
მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია - გყავდეს მეგობარი და გადარჩე
მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება
მეგობრობა — ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება
სიყვარული ეკითხება მეგობრობას: - რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე?
`
|