http://www.picz.ge/img/s4/1210/8/3/3d6eeaff1c18.jpg-ასე უცებ ცოლობა რატომ მთხოვე? -გარკვეული მიზეზების გამო... -არ მეტყვი?-გავბრაზდი. -გეტყვი,დამშვიდდი. დამცინა.
არაფერი ვუპასუხე. -ესეიგი,არ გეცნობი? -უკაცრავად? -სულ არ გეცნობი? კარგად დავაკვირდი...მაღალი,გამხდარი,ცისფერთვალება,მომხიბლავი ღიმილით... თვალები, რომელიც თითქოს სულში ჩაწვდომას ცდილობდნენ... გამახსენდა! -შენ...შენ იან სომერჰალდერი ხარ? -ზუსტაად:დ -გიცანი. -ალბათ
იცი,რომ უამრავი ფანი მყავს.მაგრამ ჩემს მენეჯერს ეს ვერ
გავაგებინე.გადამეკიდა ცოლი მოიყვანეო.ნერვები მომეშალა და პირველივე
შემხვედრს ვთხოვე...ანუ შენ. -საინტერესო მიზეზია... პასუხად მხოლოდ ჩაიცინა. -ახლა შენ მომიყევი. და მეც ვუამბე ჩემი ისტორია. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.სულ გადამავიწყდა ჩემი მტკივანი ფეხი. -უნდა წავიდე.-ვთქვი და წამოვხტი. ფეხი კინაღამ გადამიბრუნდა მაგრამ იანმა დამიჭირა. -კარგად ხარ?-მკითხა. -არა,წავიქეცი და ფეხი მტკივა. -შენი სახლი შორსაა? -არც ისე... -მაშინ მე მიგიყვან... -არა,-შევაწყვეტინე.-ჯერ არ უნდა გაიგონ ჩემებმა. -პირიქით,უნდა გაიგონ! და მოგაშორებენ იმ ვიღაც უცნობს,ვინც უნდა გაგაცნონ დღეს... -ისე მართალი ხარ ხო იცი...
-ვიცი.-გაიცინა. -კარგი.წავიდეთ. მან ხელში ამიყვანა,და გავუდექით გზას ჩემი სახლისკენ... მივაღწიეთ როგორც იქნა... -კეტრინ!-დავუძახე.-კარი გააღეთ ვინმემ... -ნინა?!-შესძახა კეტმა როცა კარი გახსნა. იანმა მის დანახვაზე თვალები დააჭყიტა...და ჩაიჩურჩულა "სამნი?!" -რა?-ვკითხე. -არაფერი,ჩემთვის ჩავილაპარაკე რაღაც. მან სავარძლამდე მიმიყვანა და დამსვა. -გმადლობთ.-ვუთხარი. -უკაცრავად...-ალაპრაკდა კეტრინი,-თქვენ საიდანღაც მეცნობით...-იანს მიმართა. -არ მიკვვირს...-ჩაილაპარაკა ჩემმა "საქმრომ" -კეტრინ,მე და იანმა რაღაც უნდა გითხრათ,-ვუთხარი და ყველაფრი მოვუყევი... -ღმერთო...ნინა...ასე უცებ რამ შეგცვალა?სიზმარშიც კი არ ვნახავდი რომ შენ ასე მოქცეულიყავი. გამეცინა.-ნინა!-დედამ დამიძახა.-რა იყო? -არ ემზადები?მალე მოვლენ... -ჯანდაბა,-ამოვიოხრე. -ეს ვინ არის?-იანზე მკითხა.-ჩემი მეგობარია,-ვიცრუე,-ჩვენთან ივახშმებს. ამ დროს ერთმა იდეამ დამკრა. -კეტრინ,ბებიას დიდი სათვალე მომიტანე.. კატრინმა ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა,შემდეგ კი მიმიხვდა და ბებია ოთახისკენ წავიდა. -ის უნდა გააკეთო რასაც მე ვფიქრობ?-მკითხა იანმა. -რავიცი...გააჩნია შენ რას ფიქრობ.
ამდროს კეტრინი დაბრუნდა,ბებიას "გიგანტი" სათვალით ხელში. -გმადლობ,-ვუთხარი-ახლა წავიდეთ კეტ,ჩავიცვათ.იან,შენ აქ დაგველოდები? -არაა,-გაიხუმრა.-წამოვალ. პასუხად მხოლოდ გავიღიმე. მე და კეტრინი ჩემს ოთახში ავედით. -შენებს ჩავიცმევ რა...-მთხოვა. -რა პრობლემაა. კეტრინს შევატყვე რომ რაღაცის თქმა უნდოდა. -კეტ,-ვუთხარი.-თქვი რაც გინდა. -ნინა...კარგი გეტყვი.ნორმალური თუ ხარ შენ?! -რას გულისხმობ? -იმას რომ ვიღაც უცნობს ცოლად მიყვები... -ოო,კარგი რა. -რა "ოო"?! -კეტრინ,ვიცი რომ ჩემთვის კარგი გინდა,მაგრამ ამ ყველაფერში მე ვარ მოქმედი პირი, და უფლებას არ მოგცემ ჩემზე ინერვიულო... -ვაჰაჰაჰა,-გამომაჯავრა.-კარგი დაივიწყე და ჩაიცვი.
ჩავიცინე. -თმებს მე არ ვისწორებ!-დავასწარი. -აუ კაი რაა,სწორი არ მინდა. -არც მე. -კარგი ხო. როგორც იქნა ჩავიცვით. ბეიას სათვალე ხელში ავიღე და გამოვედით.
იანი გველოდებოდა. -როგორც იქნა! ჩავიცინე. აბ რას იტყვი,როგორ გამოვიყურებით?-ჰკითხა კეტრინმა. -მშვენივრად. -ხო აბა რა!ჩემმა ძვირფასმა დამ თმები გამასწორებინა.-და მე შემომხედა დაბოღმილმა. ამ დროს კარებზე დააზარუნეს. დედაჩემი კარის გასაღებად გაემართა. -ჯანდაბა,-ამოვიოხრე და სათვალე გავიკეთე.-იან,რამდენი ხარ? -შვიდი,-გაიხუმრა. -აა,აქ რვა ჩანხარ.-გამეცინა. -ნინა!-დედამ დამიძახა.-მოდი აქ. -ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბააა-"ცოფებს ვყრიდი"-ვინმე დამხმარეთ, თორემ ამ სათვალეში ვერაფერს ვხედავ. -კარგი.-იანმა მითხრა. როგორღაც გავედით მისაღებში. და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება,როცა დავინახე...
აბა რას იტყვით,გავგრძელო?? მიყვარხართ!!:*
|