GAGA & VERSACE
გაგამ დონატელას სიმღერა მიუძღვნა^^
ლედი გაგამ სინგლი "Donatella" ვერსაჩეს სახლის კრეატიულ დირექტორს, დონატელა ვერსაჩეს მიუძღვნა. სიმღერა, რომელიც გაგას თქმით, დიზაინერის მიმართ ერთგვარი "სასიყვარულო წერილია", დინამიური და ხალისიანია.
თავად დონატელას სიმღერის იდეა მოეწონა. ამის შესახებ დიზაინერმა დასავლურ პრესასთან ინტერვიუში უკვე ისაუბრა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ლედი გაგას მისი გულისხმიერებისთვის, შემოქმედებისთვის და არაჩვეულებრივი ნიჭისთვის. ჩემთვის დიდი პატივია მასთან მეგობრობა და რა თქმა უნდა, სიმღერაც ძალიან მომწონს", - აღნიშნა დიზაინერმა.
შეგახსენებთ, რომ გაგას არაერთხელ უთანამშრომლია იტალიურ მოდის სახლ ”ვერსაჩესთან”.