სამყაროში გასაოცარი ისღა შემორჩა, რომ აღარაფერი აღარ არის გასაოცარი...
ე ვარ მე და არა შენ და რადგან მე ვარ მე და მე არ ვარ შენ ე.ი. შენ არ ხარ მე და მე არ ვარ შენ და რადგან შენ არ ხარ მე და მე არ ვარ შენ, ე.ი. მე ვარ მე და შენ ხარ შენ..... :) ♥
ყველა წიგნს ჩემზე უდიდესი გავლენა აქვს და გარკვეული დროით მათში ჩარჩენილი ვარ,ჩემი ცხოვრებაც მას ემსგავსება ♥
როცა ამბობენ, კითხვის დრო არ მაქვსო, ეს ნიშნავს, რომ კითხვის სურვილი არ აქვთ. იმიტომ, რომ თუ დავუკვირდებით, კითხვის დრო არავის აქვს. ყოველდღიური ცხოვრება კითხვას არ გულისხმობს.
კითხვის დრო მოპარული დროა, ცხოვრებისეულ ვალდებულებებს ვპარავთ. კითხვა, ისევე როგორც სიყვარული, დროის შეგრძნებას აკარგვინებს ადამიანს. ჩვენ საკუთარ შვილებთან ქვეცნობიერად უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ჩვენი მშობლები იყვნენ ჩვენთან, მაგრამ მშობლებთან უფრო ახლოს დავრჩით.
ტელევიზორის ყურება ჯილდოს რანგში ავიყვანეთ, წიგნის კითხვას კი ხარკის გადახდის მნიშვნელობა მივანიჭეთ.
ყოველდღიურ ცხოვრებაში წიგნი გულისგამაწვრილებელი წვიმისაგან თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, სამუშაო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია.
საქმე ის კი არ არის, მაქვს თუ არა კითხვის დრო, (ამ დროს სხვათა შორის ვერავინ მომცემს), არამედ ის, მივანიჭო თუ არა ჩემს თავს ბედნიერება, ვიყო მკითხველი.
„თვალწინ მიდგას , როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები დიდ ველზე ,ჭვავის ყანაში,ათასობით ბავშვია და თან არავინ ახლავს-ჩემს მეტი. მე კიდევ საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ,და რას ვაკეთებ-- ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ მე ეს მინდა,სხვა არაფერი." ♥ მე თუ მკითხავთ ეს ის ერთ-ერთი წიგნია,რომელიც უნდა წაიკითხო ♥ მიყვარს საშინლად :)
დაიმახსოვრე,რაც არ უნდა დიდი მანძილი გვაშორებდეს ძილის წინ შეხედე შენს ნეკა თითს და მერე მთვარეს შეადარე:) შეამჩნევ რომ ერთი ზომისაა და ასე პატარა ... ჰოდა იფიქრე რომ აი ამდენი გაშორებს ჩემგან,სულ რაღაც ერთი თჲ ორი სანტიმეტრი ♥ და სანამ მოვიდოდე უბრალოდ ტკბილი ძილი მისურვე და მეც მალე მანდ გავნჩნდები :) ♥
სიგარას მაგონებ :) მჭირდები და შნც უმოწყალოდ,ნელ-ნელა მწამლავ,მკლავ მაგრამ ამავდროულად უდიდეს შვებას მანიჭებ :) და ტკივილს ილუზიის კვამლი ფარავს ♥
ღამით,როცა ყველაფერი სიჩუმის ნისლშია გახვეული ხშირად ვზივარ ფანჯრის წინ და მთვარეს ვუყურებ...რატომ?ალბათ იმიტომ რომ ვიცი სადღაც,შორს შენ ხარ და ეს მთვარე შენ დაგნათის,შენს ძილს დაჰყურებს და თითქოს სარკესავით აირეკლება ჩემს წინ შენი მძინარე სახე ... ♥
რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე,აი რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი რელიგიისთვის,შემწყნარებლობა ეჭვის ქალიშვილია" "შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება,თანაგრძნობისგან კი არა" "ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია" "ძალაუფლება ყველაზე უფრო გადამდები სნეულებაა დედამიწაზე" "მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს" "რასაც დაივიწყებ ის მერე მთელ სიცოცხლეში გაკლია" "ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს,მთავარი ისაა რომელი დაასწრებს" "ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ" "ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა რაც მიცვალებული შვებულებაში" "არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს როგორც ყბედობა" "აცხოვრე ქალი თუნდაც რამოდენიმე დღით ისე,როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ" "სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს,მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები" "ომზე ლაპარაკი–პოლიტიკური ზეგავლენის საშუალებაა" "ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან,იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა" "ვინც მოკვლით იმუქრება არასოდეს მოკლავს" ერიხ მარია რემარკი – "ტრიუმფალური თაღი"
გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ
–როგორ მივხვდე რომ შეყვარებული ვარ? –ძალიან უბრალოდ, შენ გახსოვს როგორ გაიცანით ერთმანეთი? –რა თქმა უნდა, მე მახსოვს არამარტო ჩვენი გაცნობა არამედ: როგორ გავუღიმეთ პირველად ერთმანეთს, როგორი იყო ჩვენი პირველი კოცნა. იცი მე ყველაფერი დაწვრილებით მახსოვს.. რაზე მელაპარაკებოდა.. რა ხუმრობებზე ვიცინოდით. როგორ ვემზადებოდი თითოეული პაემანისათვის და ისიც კი მახსოვს რა მეცვა ყველა მათგანზე. ეს სიყვარულია? –არა. სიყვარული ისაა როდესაც გახსოვს რა ეცვა მას პაემნებზე. და თუ მხოლოდ შენი თავი გახსოვს ეს უბრალოდ შეყვარებულობაა.
|