ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა წითელი ღვინისგან დამზადებული კაბა წარმოადგინა.
მეცნიერებმა ალკოჰოლურ სასმელს ბაქტერია დაუმატეს, რათა სამოსს ბამბის ელფერი მისცემოდა და სხვადასხვა ფორმის მიღება შესძლებოდა. პროექტის ხელმძღვანელმა, მკვლევარმა გარი გასმა კაბაზე მხატვარ დონა ფრანკლინთან ერთად იმუშავა.
"ეს პროექტი მეცნიერული ცოდნისა და პატარ-პატარა გამოგონებების კომბინაციის შედეგია", - ამბობს დონა. წითელ ღვინოში ბაქტერიის დამატების შემდეგ, მიღებულ ფენას კუმშავენ და მანეკენზე ახმობენ, რათა სასურველი ფორმის სამოსი მიიღონ. მეორე პროექტში ღვინოს ლუდი ჩაანაცვლებს.