♥ ზაფხული / Summer ♥ ზაფხული - ყველა ბავშვის საყვარელი დრო, როცა არაა საჭირო დაწერო დავალებები, იარო სკოლაში და დაესწრო გაკვეთილებს ! ერთადერთი წელიწადის დრო როცა შეგიძლია რაც გინდა ის აკეთო, თუ გინდა გაისეირნებ, იგიჟებ მეგობრებთან ერთად და ამას არავინ არ დაგიშლის. დამეთანხმებით რომ სწორედ ამიტომ გვიყვარს ზაფხული ასე ძალიან! <3 მე? მინდა გითხრათ რომ ამ წელს განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელი ზაფხული გავატარე. თქვენ ალბათ გაგიკვირდათ ასეთ ადგილას სად დაისვენაო, მაგრამ მე განსაკუთრებულ ადგილას არ დამისვენია. ზღვა არ მიყვარს, ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ რომ სულაც არ მეხალისება 5 ათასი კაცის ნაბანავებ წყალში ჩავიდე, და კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს თუმცა ახსნით თავს არ შეგაწყენთ. ამ წელს დავისვენე ლაგოდეხში. ყოველ წელს მივდივარ იქ თუმცა ამ ზაფხულს მართლა განსაკუთრებული იყო ყველაფერი. დავისვენე შესანიშნავად, ვისეირნე ნაკრძალში, ვიყავი ჩანჩქერზე, ვიბანავე მდინარეში, ვნახე უამრავი მეგობარი. ახალი ბავშვებიც ბევრი გავიცანი. ვიგიჟე, სურათები გადავიღე და კიდევ რა აღარ ვქენი ... არასდროს დამავიწყდება ის ღამე, როცა წვიმაში მოვყევით, არვიცი წვიმა ერქვა თუ წარღვნა. სახლებამდე ძლივს მივაღწიეთ, და გასაკვირი არცაა რომ გავცივდი მაგრამ ეს ღამე მაინც ძალიან კარგად დამამახსოვრდა <3 სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვერთობოდე, ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მაინც კითხვაა. ამ ზაფხულსაც უამრავი წიგნი წავიკითხე, ყველაფერი რაც კი ხელში მომხვდა, ზოგი მეტ ნაკლებად მომეწონა, ზოგმა კი ძალიან დამამახსოვრა თავი. ყველაზე მეტად კი მომეწონა: იანუშ კორჩაკის : '' მეფე მათიუშ პირველი '' ამ წიგნის კითხვისას წარმოვიდგენდი რომ პატარა 7 წლის მათიუში ვიყავი რომელსაც უზარმაზარი სახელმწიფო, პოლონეთი ჩააბარეს სამართავად. დიდი განცდებით ვკითხულობდი წიგნს, ბოლოს კი ემოციამ პიკს მიაღწია და დასასრულს ვიტირე კიდეც. მგონი ყველაფერი მოვყევი რაც კი თემისათვის იყო საჭირო და არაფერი გამომიტოვებია. თუმცა ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის სიტყვებით აღწერა. გული ძალიან მწყდება რომ ზაფხული დამთავრდა თუმცა წინ ჩემი საყვარელი წელიწადის ორი დრო მელის .. მოკლედ რაღა ბევრი ვილაპარაკო და ... Goodbye Summer ! Thank You For Everything ! I Love You ! ..
|