მორჩა სკოლა და როგორც მჩვევია ხოლმე წამოვედი სოფელ მარტყოფში.მართალია დიდი და ლამაზი სოფელია,მითუმეტეს ის ადგილი სადაც მე ვცხოვრობ მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლია აქვს ჩემს ”უბანს”.ფაქტიურად ნეიტრალური ზონაა რა:დ.არცერთი ჩემ ხელა ბავშვი არ არის,მხოლოდ 1 გოგო ამოდის ხოლმე და ისიც ჯერ არ ამოსულა.აქ არის ბავშვების დეფიციტი :დ,პატარა ბავშვები არიან მარტო.მოკლედ ყოველ ზაფხულს როცა აქ ამოვდივარ ხოლმე,ყოველთვის მომაქვს თან ჩემი ნოუთბუქი,ვრთავ ინტერნეტს და ამით ვერთობი.წელს ნოუთბუქი აღარ მაქვს ამიტომ ამოვათრიე ჩვეულებრივი კომპიუტერი:დ.აი წელს კი 1 თვეა აქ ინტერნეტი ვერ ჩავრთეთ,თავიდან თავს ვიგიჟებდი,მეგონა მართლა გავგიჟდებოდი,აღარ შემეძლო უკვე უინტერნეტოდ,მაგრამ ნელნელა მივხვდი რომ ეს სიწყნარე და უინტერნეტობა ნამდვილად გამომადგა.უფრო დავმშვიდდი,ჩემი ნერვების მოშლა აღარ არის ისე ადვილი, და ბევრი რამეც ვისწავლე.მოკლედ რომ ვთქვათ,სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე.
ეს ზაფხული ძალიან უჩვეულოდ დაიწყო.ისე როგორც არასდროს.
ყოველი ზაფხული სიგიჟეში,ხმაურში,უამრავ ხალხთან ერთად გადიოდა ხოლმე.არც ეხლა არ ყოფილან ცოტანი:დ,მაგრამ იმის შანსი მეძლეოდა რომ განვმარტოებულიყავი,მეც ასე ვიქცეოდი,წამოვწვებოდი საწოლზე მივდიოდი ფიქრებში ან ოცნებებში.ვფიქრობდი იმაზე რაც უნდა მომხდარიყო,ვოცნებობდი იმაზე რაც მინდოდა მომხდარიყო.აქამდე კი ამის შანსი ასე ვთქვად არ მქონია.ახლა კი მოდის სკოლის დროც და ვხვდები რომ ეს წელი იქნება ჩემთვის წარმატებული,იმიტომ რომ ჩემმა ტვინმა მუშაობა დაიწყო კვლავ:დ.
ეს იყო პირველი ზაფხული როდესაც ''მე'' მომინდა წამეკითხა წიგნი.პირველად რომ ვთქვი რამე წიგნს მოვნახავთქო დედაჩემმა ისე შემომხედა შემეშინდა:დ,ალბათ მიხვდით რომ გაუკვირდა.ხო ეხლა გეტყვით რა წიგნები წავიკითხე.ნუ მე საერთოდ მიზიდავს დეტექტიური ჭანრის წიგნები.: მონანიება,შავი ვარდი,მხეცის ნიშანი,მარიამ გარიყული.უნდა გითხრათ რომ ამ წიგნება მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.ოთხივე წიგნი ძალიან მომეწონა.მაგალითად შავი ვარდი არის 114 გვერდიანი და 1 დღეში წავიკითხე ისე შემიყოლია:დ. მონანიება 417 თუ რაღაც გვერდისგან შედგება,ამას დიდხანს ვკითხულობდი იმიტომ რომ პირველი ამის კითხვა დავიწყე და ჯერ სულიერი სიმშვიდე არ მქონდა მოპოვებული:დ,მაწუხებდნენ და წიგნის კითხვა ხმაურში არამგონია საინტერესო იყოს.
წიგნები კაცობრიობის საუნჯეა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო თაობებსა და ერებს. უძველეს და საუკეთესო წიგნებს ლამის ყპველ სახლში აქვთ თაროზე ადგილი მიჩენილი. მათ არ სჭირდებათ თავიანთი უფლებების დაცვა, ისინი გონებრივ საზრდოს აწვდიან, ანათლებენ მკითხველს და სათანადო პატივისცემასაც იმსახურებენ. მათი ავტორები ყოველი საზოგადოების ჭეშმარიტი არისტოკრატები არიან და ყველა მეფესა და იმპერატორზე უფრო მეტი გავლენა აქვთ კაცობრიობაზე.
მომავალ ზაფხულს უფრო მეტი წიგნის წაკითხვას ვაპირებ და იმედი მაქვს რომ კიდევ ერთი მშვიდი ზაფხული მელის წინ ^^.
მეტი საინტერესო არაფერი მიკეთებია გარდა იმისა რომ ვუსმენდი მუსიკას,ვმესიჯობდი,სტუმრები მოდიოდნენ,მივდიოდით სტუმრად,ვჭამდით ვსვავდით,ვქეიფობდით.
ერთი შეხედვით უინტერესო მაგრამ,ჩემთვის მშვენიერმა ზაფხულმაც ჩაიარა.^^