იტალიური მოდის სახლი გუჩი (Gucci), რომლის ისტორია იწყება 1900 წლიდან, ძალიან საინტერესოა. იგი ძალიან ჰგავს მძაფრსიუჟეტიან ფილმს, რომელიც სავსეა ტრაგიკული და ამოუცნობი ისტორიებით, ოჯახური ტრაგედიებით, საოცარი დამარცხებებით და თავბრუდამხვევი აღმასვლებით.
კომპანიის დამაარსებელი გუჩიო გუჩი (Guccio Gucci) დაიბადა 1881 წელს ფლორენციაში. ახალგაზრდა ასაკშივე მან დატოვა იტალია და გაემგზავრა ლონდონში, სადაც გარკვეული პერიოდი მუშაობდა ერთ–ერთ სასტუმროში ლიფტიორად. სწორედ მაშინ მას მოუვიდა აზრად, რომ ჩემოდანი და ჩანთა მოგზაური ადამიანებისთვის განუყოფელი ატრიბუტებია.
კომპანია გუჩის შექმნა, რა თქმა უნდა უკავშირდება გუჩიოს სახელს. მაგრამ მისი აყვავება და მსოფლიო აღიარება მისი შვილის ალდო გუჩის დამსახურებაა. მისი დამსახურებით ფირმის ასორტიმენტს ემატება ლეგენდარული გუჩის შარფები,გუჩის ჰალსტუჰები და მოგვიანებით გუჩის საათები. საკულტო გუჩის ჩანთა ბამბუკის სახელურით აგრეთვე ალდოს დამსახურებაა.
1953 წელს მანჰეტენზე იხსნება პირველი გუჩის მაღაზია. ეს იყო ერთ–ერთი პირველი იტალიელი ამერიკული მოდის სამყაროში.
დღევანდელი დღის ჩათვლით კომპანია ვითარდება წარმატებით. ცოტა ხნის წინ მან შეისყიდა ცნობილი ფეხსაცმელების ბრენდი Sergio Rossi.