თმის მოვლა არ ნიშნავს მხოლოდ მის დავარცხნასა და დაბანვას. მას ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს ე.წ. ბოლოჭამიემი, გახშირდეს თმის ცვენა, ქერტლი... მოკლედ თავის დასაცავად აუცილებელია მიიღოთ ის ➇ საკვები, რომელიც თმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
✔ ლობიო ✔ თევზი ✔ კვერცხი და რძის პროდუქტები ✔ თხილი ✔ სტაფილო ✔ მწვანილი ✔ ხამანწკები ✔ ბანანი და ქიშმიში
▶ ლობიო. დაუჯერებელია მაგრამ ნაყოფი ძალიან კარგია ძლიერი თმისთვის, რადგან ის მდიდარია ცილებით, თუთიით, ბიოტინით და რკინით. ▶ თევზი მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით. ცხიმოვანი მჟავები ხელს შეუწყობს თქვენი თმის მდგომარეობის გაუმჯობესობას და შენარჩუნობას.
▷როგორც სხეულს სჭირდება ცილები ისევე სჭირდება ეს თმასაც. შეეცადეთ მიირთავთ კვერცხი და უცხიმო რძის პროდუქტები, ორივე შეიცავს ცილების საკმაო რაოდენობას , რომელიც თმას აღდადგენს და ელასტიურობას ანიჭებს. ▷ თხილი არაჩვეულებრივია თმისთვის. ის შეიცავს არამარტო ცილებს, არამედ სხვა ბევრ ვიტამინს და მინერალს. გარდა ამისა თხილი მდიდარია თუთიითა და სელენით, რომელთა გარკვეული დოზა თმის ცვენასაც კი აგარიდებთ თავიდან.
▶ იმისათვის , რომ თავიდან ავიცილოთ თმის ცვენა, უსიამოვნო წვა ან ქავილის შეგრძნება უნდა მივირთვათ სტაფილო.სტაფილო ხელს უწყობს ბუნებრივი ბალანსის აღდგენას კანზე. გარდა ამისა ის მდიდარია A ვიტამინით. ▶ მიირთვისთ მუქი მწვანე, კარგად დამწიფებული ბოსტნეული. ისინი გაჯერებულნი არიან A და C ვიტამინებიბით.ბოსტეული არაჩვეულებრივია თმისთვისაც. ▶ გემრიელი ხამანწკები თმებისთვის მისწრებაა, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას და იცავს თმას. ▶ და ბოლოს ყველაზე ტკბილი ბანანი და ქიშმიში. ისინი შეიცავენ B6 ვიტამინსა და რaინას. B ვიტამინი დაიცავს თქვენი თმის ფოლიკულებს და უფრო ძლიერს გახდსი მას.
როგორც ვხედავთ ჯანსაღი კვება მხოლოდ კარგი ფორმების შესანარჩუნებლად არ ყოფილა საჭირო. ჩემს მიერ ჩამოთვლილი პროდუქტები თქვენ აუცილებლად დაგეხმარებად თმის მოვლაში , თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თმის ფენით გაშრობა დიდ ზიანს აყენებს მას.
წყარო:Angel.ge
|