24 წლის მსახიობი ჰილარი დაფი ბიჭის დედა გახდა. ვარსკვლავს ვაჟი 20 მარტს შეეძინა.
"ძალიან ბედნიერები ვართ და ვამაყობ. ჩვენ ვაჟი - ლუკა კრუზ კომრი შეგვეძინა. ის ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვია. ვფიქრობ, მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი დედა ვარ. მან სიხარული და სიყვარული მომიტანა", - დაწერა "ტვიტერზე" ვარსკვლავმა.
ვარსკვლავი და მისი მეუღლე, ჰოკეისტი მაიკ კომრი 2010 წელს დაქორწინდნენ.
.
|