გასულ თვეს ცნობილმა მსახიობმა ჰოლი ბერიმ თავი ვეღარ შეიკავა, როდესაც პაპარაცი მის შვილს მიუახლოვდა და ფოტოგრაფ ენდრიუ დიტცი ყვირილით მოიგერია. ახლა კი ვარსკვლავი იმავე პაპარაცის დახმარების თხოვნით მიმართავს.
საქმე ის არის, რომ ჰოლის უკვე დიდი ხანია შვილთან ერთად პარიზში გადასვლა უნდა, სადაც ცნობილი ადამიანების ბავშვებს აბეზარი პაპარაცებისგან კანონი იცავს, თუმცა ბავშვის მამას შვილის შორს გაშვება არ უნდა.
ახლა ჰოლი ბერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ აშშ-ში მისი შვილისთვის არაკომფორტული გარემოა შექმნილი და ამაში პაპარაცის დახმარება სჭირდება.
მსახიობის ადვოკატმა პაპარაცს სთხოვა, სასამართლო პროცესზე მოყვეს, თუ რა ხერხებს იყენებენ პაპარაცები ვარსკვლავისა და მისი ოჯახის წევრების ექსკლუზიური ფოტოების მოსაპოვებლად. ამის შემდეგ კი ადვოკატი მოსამართლისთვის იმის დამტკიცებას შეეცდება, რომ ბავშვისთვის უკეთესი იმ ქვეყანაში ცხოვრება იქნება, სადაც მას ენდრიუს მსგავსი ადამიანები ვერ დაურღვევენ სიმშვიდეს.
მომზადებულია popcornnews.ru-ის მიხედვით.
Don't copy!!!
|