ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი მსახიობების ყოველწლიური ათეული გამოაქვეყნა. რეიტინს ტომ კრუზი ლიდერობს.
49 წლის მსახიობი ამ რეიტინგში 2005 წლის შემდეგ არ მოხვედრილა. ასეთი წარმატება მას ფილმმა "შეუსრულებელი მისია-4. პროტოკოლი მოჩვენება" მოუტანა, რომელმაც მსოფლიო კონოგაქირავების შედეგად 700 მლნ. დოლარზე მეტი მოიპოვა, ხოლო ტომ კრუზის შემოსავალმა 75 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ბრედ პიტი აღმოჩნდა. მსახიობი დრამაში "ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა" მთავარი როლის შესრულებისთვის "ოსკარზე" მესამედ წარადგინეს. პიტის წლიური შემოსავალი კრუზის შემოსავალზე სამჯერ ნაკლებია და 25 მლნ დოლარს შეადგენს. თუმცა 48 წლის მსახიობის ფოტოები ერთი წლის განმავლობაში 40 ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. ასეთი მაჩვენებელი არცერთ მსახიობს არ აქვს.
მესამე ადგილზე ლეონარდო დი კაპრიო გავიდა. იგი, კრუზისგან განსხვავებით, უკვე ათი წელია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. 37 წლის ლეოს რისკი და არაშემოსავლიანი კონტრაქტების დადება არ უყვარს.
იგი საკუთარ 15-20 მლნ დოლარს სურათის წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი იღებს. ასეთი მიდგომის წყალობით მან ერთ წელიწადში 37 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მსახიობის წლიური შემოსავალი 30 მლნ დოლარია.
მეოთხე ადგილი ჯონი დეპს ერგო, ხოლო მეხუთე - ადამ სენდლერს, მეექვსე ადგილს - უილ სმიტი იკავებს, ხოლო მეშვიდეს - ტომ ჰენკსი, მერვე ადგილზე - ტეილორ ლონტერი გავიდა, მეცხრეზე კი - დუეინ ჯონსონი, ათეულს ბენ სტილერი ასრულებს.
ჟურანლი Forbes-ი რეიტინგის შედგენისას მსახიობის პირადი და ფილმების შემოსავალს, ასევე მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მათი მოხსენიების სიხშირეს ითვალისწინებს.
...მაგრამ ჯონი ჩემთვის პირველზე პირველიაა..:**
|