|
|
მთავარი » 2012 » ივნისი » 15 » ინტერნეტში ანჯელინა ჯოლის სკოლის დროინდელი ფოტოები გავრცელდა
7:42 PM ინტერნეტში ანჯელინა ჯოლის სკოლის დროინდელი ფოტოები გავრცელდა |
საინფორმაციო საშუალებებში ანჯელინა ჯოლის ახალგაზრდობის ფოტო გავრცელდა. მომავალი მსახიობი ყოველდღიურად ჯინსის შორტებს, კოვბოის მაისურებს და მძიმე ჩექმებს ატარებდა. სკოლის გამოსაშვებ საღამოზე კი ანჯელინა ნამდვილი დედოფალივით გამოიყურება.
ახალგაზრდა ჯოლის ფოტო საინფორმაციო საშუალებებს მსახიობის ყოფილმა კლასელებმა გადასცეს. ფოტოებზე ანჯელინა 13 -14 წლისაა, დიდი თვალებით, შესანიშნავი სხეულით და "საფირმო" ფუმფულა ტუჩებით.
ანჯელინა, როგორც სანიმუშო მოსწავლეს შეეფერება, კოსმეტიკის გარეშეა. სამაგიეროდ, სკოლის გამოსაშვები საღამოს ფოტოზე მომავალ ვარსკვლავს ასაკზე ბევრად დიდი შეხედულება აქვს. გამოსაშვებ საღამოზე ჯოლიმ (მაშინ მე-8 კლასს ამთვრებდა) უბრალოდ და ელეგანტურად ჩაიცვა. მან სპილოსძვლისფერი კაბა მოირგო და ყელზე ფერადი ყელსაბამი გაიკეთა.
ფოტოებზე ანჯელინა სკოლის საუკეთესო დაქალთან, ეველინ ანგვართან ერთად პოზირებს. როგორც თანაკლასელები ამბობენ, ანჯელინა სკოლის ბიჭებს არ წყალობდა. ისინი მას, უბრალოდ, არ აინტერესებდა: გოგონას ყოველთვის ასაკით უფროსი მამაკაცები მოსწონდა.
ანჯელინამ მეგობარ ბიჭთან სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრება 14 წლის ასაკში დაიწყო. ამ თემაზე თავად მსახიობმა ისაუბრა, როდესაც გარდაცვლილ დედას, მარშელინ ბერტრანს იგონებდა.
"14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეგობარი ბიჭი ჩემთან და დედაჩემთან ერთად საცხოვრებლად ჩვენს სახლში გადმოვიდა, ეს ყველაზე ჭკვიანური რამ იყო, რაც შეიძლება დედაჩემს ჩემთვის გაეკეთებინა, რადგან ჩვენ პარკებში აღარ დავდიოდით"
|
კატეგორია: ვარსკვლავები ART ♥ |
ნანახია: 629 |
დაამატა: DemSMiley
| რეიტინგი: 1.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
საათი: 6:46 AM
თქვენი IP: 3.149.25.87
თარიღი: 2025-01-04
|
|