მომღერლებმა ჯასტინ ბიბერმა და ლედი გაგამ ფილმში "მამაკაცები შავებში 3" ეპიზოდური როლები მიიღეს. ისინი უცხოპლანეტელებს განასახიერებენ. ფილმის რეჟისორმა, ბარი ზონენფელდმა ინფორმაცია უკვე დაადასტურა.
"ფილმში თქვენ რამდენიმე ვარსკვლავს იხილავთ, მათ შორის ლედი გაგას და ტიმ ბარტონს, რომელმაც უცხო პლანეტელების შესახებ ჩემზე მეტი იცის... იხილავთ ჯასტინ ბიბერსაც", - განაცხადა ბარი ზონენფელდმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "მამაკაცები შავებში" მეგა-ვარსკვლავები თამაშობენ. ამ ფილმისმეორე ნაწილში, რომელიც ეკრანებზე 2002 წელს გამოვიდა, აგენტი ემის როლი მაიკლ ჯექსონმა შეასრულა.
|