ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეინ ფონდა რეჟისორ ლი დენიელსის ახალ ფილმში აშშ-ის ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ცოლს - ნენსი რეიგანს განასახიერებს. როგორც ამბობენ, ფონდა მერილ სტრიპის წარმატების გამეორებას აპირებს, რომელმაც ფილმში "რკინის ლედი" ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი განასახიერა.
დენიელსის ნამუშევრის სახელწოდება იქნება "მსახურთუხუცესი". ფილმის მთავარი გმირი იუჯინ ალენია, შავკანიანი მსახურთუხუცესი, რომელიც თეთრ სახლში 34 წლის განმავლობაში მსახურობდა. ამ როლზე კანდიდატის სახით კიდევ ერთ ცნობილ მსახიობს - ფორესტ უიტაკერს განიხილავენ, მისი ცოლის როლს კი ცნობილ ტელეწამყვან ოპრა უინფრის სთავაზობენ.
ფილმის სცენარი დენი სტრონგმა დაწერა. მისი სცენარის მიხედვით გადაიღეს ფილმი "თამაში შეიცვალა", რომელიც რესპუბლიკური პარტიის ცნობილ სახეს, სარა პეილინს მიეძღვნა.
ნენსი რეიგანმა სახელი მანამ გაითქვა, ვიდრე 1981 წელს თეთრ სახლში დაიდებდა ბინას. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ის სამოქალაქო აქტივისტი იყო და ომის წინააღმდეგ იბრძოდა. ვიეტნამის ომის ვეტერანთა ანტისაომარ ორგანიზაციასთან ნენსის თანამშრომლობამ და მოგვიანებით ჩრდილოეთ ვიეტნამში მისმა მოგზაურობამ ამერიკელი გენერლების განრისხება გამოწვია, თუმცა ამით ნენსიმ ჰოლივუდის ლიბერალური საზოგადოების გული დაპყრო.
|