24 წლის მომღერალი რიანა ბოლო დროს მასმედიის ყურადღების ცენტრში არა შემოქმედების, არამედ ცხოვრების სტილის გამო ხვდება.
წვეულებებსა და ღამის კლუბებში თავაწყვეტილმა გართობამ მომღერლის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. რიანა უკვე რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში. ამ გარემოების გამო ვარსკვლავს კონცერტების გაუქმებაც უწევს, რის გამოც მისი მენეჯერი, პოპულარული რეპერი და პროდუსერი ჯეიზი უკმაყოფილოა.
ჯეიზიმ რიანას პირობა წაუყენა - ვარსკვლავი ან სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა დაწვეს, ან ჯეიზის გუნდი დატოვოს. რიანას მეგობრების თქმით, ვარსკვლავს მკურნალობის იდეა არ მოსწონს, თუმცა სხვა გზა არ აქვს.
"რიანა ამბობს, რომ ფიზიკურად გამოფიტულია. დროებით აუცილებლად უნდა მოწყდეს საქმეს", - აცხადებს მომღერლის მეგობარი.
რიანას იმიჯიც შეელახა. ის აღარ ერიდება გაშიშვლებას არა მხოლოდ ჟურნალის გვერდებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ნიუ-იორკის ქუჩებში ახალგაზრდა ვარსკვლავი პაპარაცებმა გამჭვირვალე ტოპითა და მოკლე კაბით შეამჩნიეს.