|
|
მთავარი » 2012 » აპრილი » 19 » ჯექსონის მცველი მომღერლის უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური მამაა?
5:49 PM ჯექსონის მცველი მომღერლის უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური მამაა? |
პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის ყოფილი მცველი ამტკიცებს, რომ მომღერლის 10 წლის ვაჟის, პრინს მაიკლის (ასევე ცნობილია, როგორც ბლენკეტი) ბიოლოგიური მამაა. ბრიტანელმა მეტ ფიდსმა აშშ-ში ლოს-ანჯელესის სასამართლოს მიმართა, რომ ბლენკეტის ნამდვილი მამის ვინაობა დაადგინოს. 32 წლის საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ამტკიცებს, რომ ერთი წლით ადრე, სანამ 2002 წელს ბლენკეტი დაიბადებოდა, პოპის მეფის სპერმის დონორი იყო.
ფიდსის თქმით, იგი ჯექსონთან მეგობრობდა და მომღერალს დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს ყოველთვის იცავდა. ბლენკეტის დაბადებიდან ძალიან მალე მცველს საკუთარი ვარაუდი თავად მომღერალმა დაუდასტურა.
"ჩვენ, აივნის სამწუხარო ინციდენტის შემდეგ, სასტუმროს ნომერში ვიყავით, როდესაც მაიკლმა 9 თვის ბავშვი ჟურნალისტებს აჩვენა და იგი გაშლილი ხელებით ჰაერში უდიერად ეჭირა. მე იგი დავაწყნარე და ვკითხე: "ბლენკეტი ჩემი შვილია?" რაზეც მან მიპასუხა: "ის ჩემი შვილია, მეტ, მაგრამ მის შესაქმნელად შენი სპერმა გამოვიყენე",- ყვება მცველი.
ფიდსი ამბობს, რომ 2009 წელს მილიონობით ადამიანის კერპის გარდაცვალების შემდეგ ჯექსონის ოჯახმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა.
"მე მათ ჩემს დნმ-ს მივაწვდი და მაიკლის მშობლებისგან საკუთარი შვილის ნახვის და აღზრდის უფლებას ფორმალურად მოვითხოვ. სასამართლო ერთადერთი გზაა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად",- განაცხადა მეტ ფიდსმა.
ჯექსონის დედა, 81 წლის კეტრინი მისი შვილიშვილის და ინგლისელი მცველის შეხვედრებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ვარაუდობდა, რომ მამაკაცი თაღლითია და ვარსკვლავის ქონების ხელში ჩაგდება სურს.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლეა, ამიტომ ბოლომდე ბრძოლა გადავწყვიტე, უზრუნველყოფილი ადამიანი ვარ და მათი ფული არ მინდა,"- განაცხადა ფიდსმა.
|
კატეგორია: News სიახლეები ♥ |
ნანახია: 712 |
დაამატა: DemSMiley
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
საათი: 8:17 AM
თქვენი IP: 3.139.87.151
თარიღი: 2025-01-04
|
|