რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ჯონი დეპი ლოს-ანჯელესის სასამართლოს წინაშე, უახლოეს დღეებში, წარსდგება. ჯონი დეპს სასამართლოში თავისი თაყვანისმცემელი 53 წლის რობინ ეკერტი უჩივის. ეკერტის თქმით, "ინციდენტი" The Stooges-ის კონცერტზე მოხდა. მისივე
განცხადებით, მსახიობის დაცვის წევრები მას უხეშად მოექცნენ, ხელბორკილები
დაადეს და ვიპ-ზონა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. აღნიშნულ ფაქტს კი,
თავად ჯონი დეპი არც კი შეუწუხებია. სკოლის მასწავლებელი და ორი შვილის დედა რობინ
ეკერტი ჯონი დეპისაგან ფულად კომპენსაციას მოითხოვს.