მსახიობი ჯონი დეპი მისი ორი შვილის დედის, ვანესა პარადის მიტოვებას არ აპირებს.
"ჩვენი დაშორების შესახებ ჭორები უსაფუძვლოა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ამაზე რას ვიტყვი, ადამიანებს მაინც არ სჯერათ",- აცხადებს ჯონი დეპი.
ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შეყვარებულთა შორის შავმა კატამ გაირბინა, ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა. ამბობდნენ, რომ 48 წლის დეპმა პარადის შემცვლელი უკვე იპოვა და რომანი მსახიობ ევა გრინთან გააბა.
|