პარასკევი, 2024-05-10, 11:23 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » მარტი » 30 » ჯულია რობერტსი: "სულელურ სასიყვარულო ფილმებში თამაშისთვის უკვე დავბერდი”
8:58 PM
ჯულია რობერტსი: "სულელურ სასიყვარულო ფილმებში თამაშისთვის უკვე დავბერდი”
უამრავი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ, ცნობილი მსახობი ჯულია რობერტსი ცოლად სიმპათიურ, მაგრამ მორიდებულ ოპერატორს, დენი მოდერს გაჰყვა და ახლა რეჟისორებს სულ უფრო უჭირთ მსახიობის დათანხმება ახალ როლზე. ჯულია გამუდმებით სახლშია და ოჯახს უვლის. 

ვინ იფიქრებდა, რომ 44 წლის ვარსკვლავს ბოროტი დედოფლის როლი სახლიდან გამოიყვანდა. 

- ჯულია, აღმოჩნდა, რომ თქვენ შეგიძლიათ ძალიან საზიზღარი იყოთ - მთელი ფილმის განმავლობაში თქვენმა გმირმა - ბოროტმა დედოფალმა "ფიფქიას" ეკრანიზაციიდან - ერთხელაც კი არ გაიღიმა ჯულია რობერტსის ცნობილი, საფიმო ღიმილით. ვინ იფიქრებდა... 
- ეს ისეთი "კაიფია", დაანგრიო ტკბილი "საყვარლის" იმიჯი და საძაგელი დედოფალი ითამაშო! თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, თავდაპირველად ამ წამოწყების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ის ძალიან წარუმატებლად მიმაჩნდა. რეჟისორთან შესახვედრად, მხოლოდ პატივისცემის გამო წავედი, თუმცა ლანჩის დროს მან მომხიბლა და დამიყოლია. 

-ვონ ლილი კოლინზი, რომელიც ფიფქიას როლს ასრულებს, ყვება, რომ გადაღებების დროს მას თმებით მთელი გულით და სულით ათრევდით... 
- დიახ, გამუდმებით მინდოდა მისი თმების მოქაჩვა. იქნებ იმიტომ, რომ ლილი ასეთი კარგია? დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყველა ჩვენგაში, ძალიან სიღრმეში არის რაღაც ნეგატიური და ბოროტი. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მრცხვენია. გადაღებების დროს ურჩხულივით ვიქცეოდი. ვიმედოვნებ, ლილი ბოლოს და ბოლოს, მაპატიებს. 

- საინტერესოა, რას იტყვიან თქვენი შვილები, 7 წლის ტყუპები - ფინეუსი და ჰაზელი, როდესაც დედიკოს ასეთ ცუდ როლში იხილავენ? 
-არაფერსაც არ იტყვიან. მე მათ ამ ფილმს არ ვანახებ. ჯერ არ გაზრდილან სამაგისოდ, მიუხედავად იმისა, რომ ზღაპარია. იციან, რომ რომელიღაც დედოფლის როლი შევასრულე, თუმცა მეტი არაფერი სმენიათ. იმ შემთხვევაშიც კი, მე რომ არ მეთამაშა ბოროტი დედოფლის როლი, ისინი ამ ფილმს მაინც ვერ ნახავდნენ. ვფიქრობ, რომ ასეთი ფილმები ცუდ გავლენას ახდენს ბავშვებზე. 

-თქვენი შვილები ადვილად გიშვებენ სამუშაოდ? 
- ხშირად მე ისინი თან მიმყავს. მაგალითად ფილმის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გადაღებებზე თან მყავდა, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. საერთოდ ვერ იტანენ, როდესაც შინ არ ვარ, ამიტომ ვცდილობ, მაშინ მოვემზადო, როდესაც არ არიან ახლოს და ტექნიკურად გამოვიპარო. ვერც მე ვიტან მათთან განშორებას. დაინახავენ თუ არა, რომ თმებს ვივარცხნი, ან ჰიგიენურ ტუჩსაცხს ვისვამ, რომ მოდიან და მეკითხებიან "რა ხდება? მიდიხარ?". სწორედ ამიტომაა, რომ იშვიათად ვჩნდები წითელ ხალიჩებზე და სხვადასხვა ცერემონიებზე. წელს "ოსკარს" არ დავესწარი. სამაგიეროდ მეუღლესთან და შვილებთან არაჩვეულებრივი საღამო გავატარე. 

ახლა ცოტას ვმუშაობ და დაბალანსებული, მშვიდი ოჯახური ცხოვრება მაქვს. ისეთივე, როგორიც აქვთ ჩემს მეზობლებს და ჩემი შვილების კლასელების მშობლებს. საბედნიეროდ, ეს მეც მომწონს. მომწონს უბრალოება. ყოველი დღით ვტკბები და არავინ ცდილობს ჩემი ცხოვრების მოწამვლას ისე, როგორც ადრე. 

- თქვენ არაჩვეულებრივად გამოიყურებით! ისევ არ ნერვიულობთ ზედმეტ წონასა და გარეგნობასთან დაკავშირებულ სხვა არასასიამოვნო რაღაცებზე? 
-არაჩვეულებრივი მამაკაცის სიყვარული და შესანიშნავი შვილები - აი, ჩემი სილამაზის საიდუმლო. (იცინის). ჭამა მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. დღემდე ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის შეძულება იმის გამო, რომ კარგი მადა გაქვს და ჭამა გიყვარს, სისულელეა. ზედმეტად ბებერი ვარ ასეთი სისულელისთვის. თანამედროვე კულტურა თითქოს გამუდმებით გეუბნება : "მაგრამ თქვენ ხომ ვალდებული ხართ?" ... ვის ან რის წინაშე ვარ ვალდებული? საზოგადოების წინაშე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პუბლიკისთვის უფრო მიმზიდველია, ახალგაზრდობისთვის გამუდმებით იბრძოლო? 

თუმცა, შესაძლოა სხვანაირად მეფიქრა, რომ არა ის ფაქტი, რომ ჩემი 20 წლიანი კარიერის განმავლობაში, ჩემი წონა მხოლოდ 5-10 ფუნტით შეიცვალა. თუმცა, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ვფიქრობ მაინც არ დავხარჯავდი დიდ დროს ფიტნესისთვის და მას მეგობრებსა და ოჯახს მოვახმარდი. 

ვგიჟდები ჭამაზე და ასევე ვგიჟდები კერძების მომზადებაზე. საკვებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს - თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს. გამიმართლა. დედაჩემი არაჩვეულებრივი მზარეული იყო და მისი ნიჭი მეც გამომყვა. დედას თავისი ბოსტანი ჰქონდა და კერძებში მხოლოდ თავის მოყვანილ ბოსტნეულს იყენებდა. მეც ბევრის გასაკვირად, ძალიან დიდი ბოსტანი მაქვს და მე თვითონ ვუვლი მას. ბავშვები ყველაფერში მეხმარებიან. 

-თქვენ და თქვენს დას ჰობი გაქვთ: ერთად მუშაობთ პროდუსერებად. ნიუ-იორკის ერთ-ერთ კინოფესტივალზე თქვენი ფილმი "იესო ჰენრი ქრისტე" იყო წარდგენილი. ხოლო თქვენი მეუღლე ამ ფილმის ოპერატორი იყო 
-დენი მსოფლიოში საუკეთესო ოპერატორია! არაჩვეულებრივად იცის თავისი საქმე. როდესაც მუშაობს, მეც კი არ ვუშლი ხელს. როდესაც ლანჩის დრო მოდის, მაინც მიწევს მისთვის თავის შეხსენება: "ჰეი, ძვირფასო, გახსოვარ? მე შენი ცოლი ვარ!"(იცინის). რაც შეეხება ჩემს დას, ლიზას, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ბოლო წლებში პროდიუსერობა უფრო მომწონს, ვიდრე მთავარი როლების თამაში. ოღონდ არა იმიტომ, რომ გადასაღებ მოედანზე მბრძანებლობა მომწონს. პირიქით, ვცდილობ, მსახიობებისთვის კომფორტული გარემო შევქმნა. 

-მოგწონთ თქვენი თავი, როდესაც თქვენს ძველ ფილმებს უყურებთ? 
-დიახ, სავსებით. ვუყურებ და ვფიქრობ "ღმერთო, რა ბავშვია!" (იცინის) მაგრამ მე მიყვარს ის ბავშვი, ისეთი, როგორიც იყო და არაფერს ვნანობ. 

- იმ მსახიობებიდან, რომლებთანაც გიმუშავიათ, რომელმა მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება? მაპატიეთ ასეთი კითხვა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცოცხალ ლეგენდას ვესაუბრები... 
-არა, ცოცხალი ნამდვილად ვარ, ლეგენდა არა...(იცინის) იცით ვინ? ენტონი ჰოპკინსმა. რატომ? არ ვიცი. ის არაჩვეულებრივი მსახიობია. მის სიახლოვეს მე ვმუნჯდებოდი აღფრთოვანებისა და ნერვიულობისგან. 12 წლის გოგონას ვემსგავსებოდი, რომელმაც არ იცის, სად წაიღოს ფეხები და ხელები. ეს იცის ჩემმა მეუღლემ, ამიტომ ამის ხმამაღლა თქმის არ მეშინია. 

-მართალია, რომ მერილ სტრიპთან ერთად ახალ ფილმში თამაშზე დათანხმდით? მისი შვილი უნდა განასახიეროთ... 
- დიახ, როგორც იქნა. როდესაც მერილი "რკინის ლედიში" ვნახე, უბრალოდ გავოცდი მისი თამაშით და ვიფიქრე, რა ბედნიერებაა და რა იღბალია, რომ მასთან ერთად თამაშს შევძლებ. ის არა მხოლოდ კარგი მსახიობი, არამედ შესანიშნავი დედაა. მერილი ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყო. 

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ აღარ უნდა ველოდოთ თქვენს გამოჩენას რომანტიკულ კომედიებში... 
-დიახ, არ ღირს. ბებერი ვარ უკვე ამ სულელური სასიყვარულო ისტორიებისთვის. როდესაც 40 წლის ხარ, ისინი უკვე აღარ გეჩვენება ასეთ ამაღელვებლად და რომანტიკულად. 

ბიჭის დანახვაზე გული რომ წაგივა, სისულელეა, აბა რა არის? მე კამერის წინ წესიერად კოცნაც კი არ შემიძლია. მახსოვს ფილმის " არაფერი პირადული" გადაღებებზე, მე და კლაივ ოუენმა რეჟისორი გავაგიჟეთ. ორივე ძალიან მეოჯახე ადამიანები ვართ და ვერ ვკოცნიდით ერთმანეთს ისე, როგორც საჭირო იყო და უხერხულობისგან ვიცინოდით. რთულია, აკოცო უცხო მამაკაცს და შემდეგ ისე ელაპარაკო, თითქოს არაფერი მომხდარა. 

მე იმისთვის გავჩნდი, რომ დენის შევხვედროდი, შემყვარებოდა და მისგან შვილები გამეჩინა და ვიმედოვნებ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე ეს ბედნიერება დავიმსახურე. დენი არის მამაკაცი, რომლის მეშვებით მე ცხოვრება მოვიწყე. აღფრთოვანებული ვარ მისით, მისი გულწრფელობით და ყველაფერ იმით, რასაც აკეთებს. 

ასე რომ, უკვე დიდი ხანია ჩემი როლი - ცოლობა და დედობაა. ითვლება თუ არა ეს გლამურულად, სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ მაღელვებს!. 

 


ნანახია: 532 | დაამატა: T_miley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი
გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 11:23 AM 
თქვენი IP: 18.220.136.165
თარიღი: 2024-05-10 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.