"ცუდი გოგონა" - კამერონ დიასიჟურნალ „Esquire"-ს ოქტომბრის მთავარი გმირი კამერონ დიასია, რომელმაც
ფოტოსესიის დროს თავისი ერთ-ერთი საყვარელი იმჯი - „ცუდი გოგონა" მოირგო.
აგრესიული მაკიაჟი, სიშიშვლე, მიზანმიმართული პოზები - იყო სექსუალური,
კამერონს, ეს ყველაფერი, მგონი საკმაოდ კარგად გამოსდის.
ინტერვიუში კი მსახიობი ფოტოების შინაარსისგან განსხვავებულ თემებზე
საუბრობს. მისთვის „ცუდ გოგონაზე" მნიშვნელოვანი უკვე საკუთარი ასაკი და
დედობაა.
ასაკი:
„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვარ ასეთი მშვიდი და ბედნიერი. ასაკი
მემატება - ეს საუკეთესო გამოცდილებაა ჩემს ცხოვრებაში. ვგრძნობ, რომ
გავიზარდე და ბევრად მეტი რამ შემიძლია. აღმოჩნდა, რომ თავს 40 წლის ასაკში
უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე 25 წლის ასაკში ვგრძნობდი."
ქორწინება:
„ეს არის რაღაც, რასაც მე ვერ ავღწერ. ქორწინება არ მინდოდა 20 და 30 წლის ასაკში."
როგორი უნდა იყოს მისი რჩეული:
„მინდა ძლიერი მამაკაცი, რომელსაც შეუძლია ჩემი დაცვა და ჩემზე ზრუნვა."
შვილები:
„არ მჭირდება შვილები იმისთვის, რომ ცხოვრებაში თავი უფრო მყარად
ვიგრძნო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ისინი არ მინდა. ნებისმიერ
შემთხვევაში ჯერ არ ვარ ასაკით იმხელა, რომ არ შემეძლოს ბავშვის გაჩენა,
ასე, რომ ჯერ კიდევ შემიძლია გავხდე დედა. ამისთვის კი, თავს ნამდვილად
მზად ვთვლი..."
კამერონს ისღა დარჩენია შესაფერისი მამაკაცი იპოვოს. ჩვენ კი მას წარმატებებს ვუსურვებთ.
|