მას შემდეგ რაც კეტი ჰოლმსმა საზოგადოებას მეუღლესთან გაყრის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა დასავლური ყვითელი პრესა მისი პირადი ცხოვრებით განსაკუთრებით აქტიურად ინტერესდება.
უცნაური რამ დაემართა ჟურნალ Elle-ს, რომელმაც მსახიობთან ინტერვიუ მაისში ჩაწერა და ივლისის ნომერში უნდა გაეშვა.
ბუნებრია ახალი ამბის გამო ინტერვიუ უკვე დაძველდა, თუმცა საკმაოდ საინტერესო დეტალები გამოიკვეთა.
გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოცხადებამდე ჯერ კიდევ 6 კვირით ადრე კეტი ინტერვიუში ტომზე აღფრთოვანებით არ საუბრობდა. როგორც ჟურნალთან ის ამბობს, კრუზი მის გარდერობსაც კი აკონტროლებდა და კარნახობდა რა უნდა ჩაეცვა. გარდა ამისა 33 წლის კეტი 49 წლის კრუზთან (50 წლის 2 დღის წინ გახდა) თავს ახალგაზრდად ვერ გრძნობდა. ინტერვიუზე დამსწრე ერთ-ერთი ადამიანის თქმით განსაკუთრებით ნეგატიური რეაქცია კეტის ჰქონდა წოდებაზე "მისის ტომ კრუზი".
"ის 30 წელია ტომ კრუზია. მე ვიცი ვინ ვარ, სად ვარ და რა მიზანი მაქვს. ამიტომ მირჩევნია საკუთარ სახელში ვიყო." - აღნიშნა მსახიობმა.
ჟურნალის მიერ განქორწინების შემდეგ ხელახლა ჩაწერილ ინტერვიუში კეტი ამბობს, რომ თავს ის დღეს გაცილებით უკეთ გრძნობს.
"ნამდვილად გაცილებით კომფორტულად და სექსუალურად ვგრძნობ თავს." - აღნიშნა ჰოლმსმა.
ჰოლივუდური წყვილის, ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის განქორწინების შესახებ ცნობა 29 ივნისს გავრცელდა.