ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მომღერალი კენი ვესტი დაინიშნენ. ეს ინფორმაცია წყვილის მეგობრებმა ვებსაიტ showbizspy-ს განუცხადეს.
"კენი ვესტმა კიმს ნიშნობა თვის დასაწყისში შესთავაზა და კიმმა თანხმობა მაშინვე განუცხადა. მაგრამ კიმი ნიშნობის გაჭიანურებას ცდილობს. მან კენის განუცხადა, რომ გათხოვებას ჯერჯერობით არ გეგმავს. ისინი სრულყოფილი წყვილია. ორივეს საკუთარი კარიერა და ფინანსები აქვთ", - განაცხადა წყარომ.
კიმ კარდაშიანისა და კენი ვესტის რომანზე ჭორები დიდი ხანია დადის. ვესტის ყოფილმა საყვარელმა, მოდელმა ემბერ როუზმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი და მომღერლის დაშორების მიზეზი სწორედ კარდაშიანი იყო, რომელიც კენის გამუდმებით წერდა მესიჯებს, უგზავნიდა ეროტიკულ ფოტოებს და მალულად ხვდებოდა.
ვარსკვლავი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული კალათბურთელ კრის ჰამფრისზე. უიღბლო ქორწინება 72 დღეში დასრულდა.
მომზადებულია showbizspy.com- ის მიხედვით.
|