"ძუკნავ, შენ ამ ფოტოს ვერცერთ ვებ-გვერდზე ვერ დადებ", - უთხრა 22 წლის გაბრაზებულმა მომღერალმა თაყვანისმცემელს, ჩამოწია თავისი Bentley-ის შუშა და ქალს ტელეფონი წაართვა.
"ახლა პროკურორები თვითმხილველებს კითხავენ და ყველა მონაცემს ამოწმებენ. მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება, რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მაიამის პროკურორმა, კეტრინ ფერნანდეს-რანდლმა.
შემთხვევა ერთ-ერთი ღამის კლუბის წინ, დილის 4 საათზე მოხდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კრის ბრაუნს სამართალდამცავებთან პრობლემები აქვს. მომღერალს 2009 წელს 5-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, მას შემდეგ, რაც მან თავის საყვარელს, მომღერალ რიანას სცემა.