ჰოლივუდის მსახიობი, კრისტენ სტუარტი ლონდონში მისი ახალი ფილმის On The Road პრემიერას არ დაესწრება. საყვარელი მამაკაცის, რობერტ პატინსონის ღალატის შემდეგ მსახიობს საზოგადოების წინაშე გამოჩენის რცხვენია. 22 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე კოლეგა ტომ სტარიჯთან ერთად უნდა წარმსდგარიყო, ტომი კი პატინსონის ახლო მეგობარია. "მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ მისი და ცოლიანი რეჟისორის, რუპერტ სანდერსის რომანის შესახებ შეიტყო, ბევრი ითქვა და დაიწერა. კრისტენი მზად არაა ამ ყველაფერს პირისპირ შეხვდეს", - განაცხადა The Sun-ის ანონიმურმა წყარომ. გარდა ამისა, წყაროს თქმით, თუ კრისტენი პრემიერას დაესწრება, ფილმს ბევრი ადამიანი აღარ ნახავს, რაც მსახიობს არ სურს. "კრისტენი ამაყობს ამ ნამუშევრით და სურს, რომ ის ბევრმა ადამიანმა იხილოს", - აცხადებს წყარო.
|