კრისტენ სტუარტმა ფანებისა და რობერტ პატინსონის წინაშე დანაშაული აღიარა და დაადასტურა
თავისი რომანი რეჟისორ რუპერტ სენდერთან. ჟურნალ People-ე დაყრდნობით კრისტენმა განაცხადა:
‘უაღრესად ვწუხვარ იმ ტკივილისა და მოულოდნელობისთვის, რაც ჩემს უახლოეს ადამიანებს
მივაყენე. ამ მომენტალურმა ვნებამ და გატაცებამ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს ავნო ჩემს ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც მიყვარს და პატივს ვცემ ყველაზე მეტად - რობია. მე მიყვარს იგი, მიყვარს, მაპატიე.’
ფოტოგრაფი, ვინც ეს სკანდალური კადრები დააფიქსირა იუწყება, რომ რუპერტი და კრისტენი დიდი
სიყვარულითა და სითბოთი ეალერსებოდნენ ერთმანეთს. როდესაც მათ ადამიანის მოახლოება იგრძნეს
უმალვე დაეტყოთ შეშფოთება, შემდგომ კი ისინი კრისტენისა და რობერტის საერთო სახლისკენ გაეშურნენ.
რობერტი ჯერჯერობით სიჩუმეს ინარჩუნებს და არაფერს აცხადებს მომხდართან დაკავშირებით. თუმცა, სანდო
წყარო იუწყება, რომ მას სურს ჯერ გაიაზროს თუ რას აპირებს მომავალში და შემდეგ გაამხილოს თავისი გადაწყვეტილება პრესის წინაშე. რაც შეეხება, რუპერტს მან გუშინ განაცხადა: ‘შოკში ვარ და ვდარდობ ამ ტკივილისთვის, რაც ჩემს უმშვენირეს მეუღლეს და ბავშვებს მივაყენე. მე ისინი მთელი გულით მიყვარს.ვლოცულობ, რომ ისევ შევძლოთ ყველაფრის თავიდან დაწყება.’
სანდო წყაროს თქმით კრისტენი გამუდმებით პატიებას სთხოვს რობერტს მომხდართან დაკავშირებით
და სურს მისი ნდობა თავიდან მოიპოვოს. მსახიობი დარწმუნებულია, რომ რობერტის სიყვარული იმდენად დიდია
მის მიმართ, რომ 4 წლის ურთიერთობის აღდგენა მოხერხდება.