საღამოზე ვარსკვლავს შავი შარვალი, ქურთუკი და ლურჯი ბლუზა ეცვა; ვარსკვლავის ზურგი და თმა მთლიანად თეთრი ფხვნილით დაიფარა. როგორც ვებგვერდი TMZ აცხადებს, ეს ფქვილი იყო.
TMZ- ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ვარსკვლავმა დედასთან, კრის ჯენერთან ერთად წითელი ხალიჩა დატოვა და სასტუმროს კერძო ოთახში წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავმდამსხმელი პოლიციამ დააკავა.
ვიდრე ფქვილს გადააყრიდნენ, ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა, პრესისთვის ინტერვიუს წერდა და ავტოგრაფებსაც გულუხვად არიგებდა.
დანაშაულის მოტივი უცნობია. სავსებით შესაძლებელია, დამნაშავე ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი იყოს და დანაშაულის მოტივი ვარსკვლავის ბეწვეულისადმი სიყვარულს უკავშირდებოდეს.
ნოემბერში ცხოველთა დაცვის ამერიკულმა ორგანიზაციამ PETA- მ ვარსკვლავის წინააღმდეგ გაილაშქრა. ორგანიზაციამ ლოს-ანჯელესში ბილბორდიც კი განათავსა, სადაც ბეწვის ქურთუკში გამოწყობილი ვარსკვლავი ორ მელიას შორის არის და ფოტოს ამშვენებს წარწერა: "კიმ, ამ პატარებს დედა ენატრებათ. ის შენს მხრებზე ხომ არ არის მოსხმული?".