კონკურსიი..უბრალოდ მომინდა დამედო ემიზე.. <3 ვაფრენ ამ ადამიანზე.. უბრალოდ საჭიროა რომ დავაფასოთ ეს ადამიანი <3 მიუხედავად იმისა რომ ამ ქვეყანაზე აღარ არის<3 ___________________________________________________ ემი უიანჰაუსი დაიბადა 1983 წლის 14 სექტემბერს.ემი დაიბადა საუთგეიტის რაიონში,ბრიტანელი ებრაელების ოჯახში, დედის მხრიდან რუსული ფესვებით.სწორედ მისი გავლენით ემი დაინტერესდა ჯაზით.მამამისი, მიტჩელ უაინჰაუსი, ტაქსის მძღოლი იყო. დედა, ჯენის უაინჰაუს სიტონი ფარმაკოლოგიით იყო დაკავებული. ბებია, როგორც ცნობილია, დიდი ხნის წინ რონი სკოტის შეყვარებული იყო. ემის ძმა, ალექსი, მასზე ოთხი წლით უფროსია.მიტჩი ემის ხშირად უმღეროდა ფრენკ სინატრას სიმღერებს. ემი იმდენად მიეჩვია სიმღერას, რომ ყოველთვის ღიღინებდა და კლასში მისი გაჩუმება რთული იყო.გოგონას მშობლები დაშორდნენ, როდესაც შვილი 9 წლის იყო.ამავე პერიოდში ბებიის, სინთიას შემოთავაზებით, დედამ ემი მიიყვანა სიუზი ერნშოუს თეატრალურ სკოლაში.10 წლის ასაკში ემიმ ბავშვობის მეგობარ ჯულიეტ ეშბისთან ერთად დააარსა რეპ-ჯგუფი Sweet 'n' Sour.ერნშოუს სკოლაში ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა, შემდგომ კი გადავიდა სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში, საიდანაც გარიცხული იყო 14 წლის ასაკში - თითქოს და დაუსწრებლობისა და ცხვირის პირსინგის გამო. თუმცა, სილვია იანგი ამ ინფორმაციას უარყოფა - „15 წლის ასაკში იგი სკოლებს იცვლიდა - გავიგე, რომ გარიცხეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მე მას არასოდეს გავრიცხავდი."სილვია იანგის სკოლის სხვა მოზარდებთან ერთად იგი გამოჩნდა გადაცემის The Fast Show 1997 წლის ერთ-ერთ ეპიზოდში.პარალელურად ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას იცვლიდა. ფაქტები ემი უიანჰაუსზე 1. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მისი გარდაცვალების მიზეზები. არის რამდენიმე ვერსია, მაგრამ პოლიცია კონკრეტულად არაფერს ამბობს. ემი უაინჰაუსი მოკვდა სრულ მარტოობაში 27 წლის ასაკში. 2.ემის დედამ ერთხელ თქვა რომ ემი მოკვდებოდა საკუთარი სიკვდილით. ასევე დაამატა რომ მას სწორედ ნარკოტიკები მოუღებდნენ მის შვილს ბოლოს. 3.სიკვდილის წინ ემი აღარ იღებსდა აღაც ალკოჰოლს და არც ნარკოტიკებს. მან უთხრა მამამისს: "მამა მე აღარ დავლევ, მე უკვე აღარ შემიძლია თვალებში გიყუროთ შენ და ოჯახის სხვა წევრებს. " 4. ემი მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში როგორც პირველი და უკანასკნელი ბრიტანელი მომღერალი, რომელმაც აიღო 5 გრემი ერთად ერთ დაჯილდოებაზე. 5. იგი გახდა პირველი ევროპელი რომელიც ჩაერთო რეპ-კულტურაში. მისი შემოქმედება და ნიჭი აღიარეს ისეთმა ცნობილმა რეპერებმა როგორებიც არიან Pharoah Monch და Jay-Z, რომლებმაც გააკეთეს "Rehab"-ის რემიქსე 6. 2008 წელს ინტერნეტში გავრცელდა როლიკი, ვითომდა ემი ეწეოდა "crack"-ს. ამის შემდეგ Universal -მა განაცხადა რომ ემი სასწრაფოდ უნდა მიემართა ნარკოლოგიური კლინიკისთვის. 7. ბლეიკ ფილდერი- მარტო მეუღლე არ იყო ემისთვის. როგორც მომღერალი ამბობდა მეუღლე მისთვის მუზას წარმოადგენდა. თუმცა მათ ოჯახურ ცხოვრებას ბედნიერს ვერ დავარქმევთ, რადგანაც ემი ხშირად ტოვებდა მეუღლეს - როდესაც მას კლინიკაში აწვენდნენ დიაგნოზით ნერვული აშლილობა. 8. მამისმა დიდი ხნის წინ მიატოვა მათი ოჯახი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ემისთვის გაეკეთებინა ტატუ წარწერით "Daddy's Girl"m ანუ "მამიკოს გოგო" 9. 12 წლის ასაკში ემი გამოაგდეს ყველაზე პრესტიჟული თეატრალური სასწავლებლიდან მერიბონში ცხვირზე პირსინგისა და დაუმორჩილებლობის გამო. ბავშვობის წლებიდანვე ავლენდა ემი თავის ხულიგანურ ხასიათს. 10. 10 წლის ემის უკვე ჰქონდა საკუთარი ჯგუფი Sweet-n-sour. . უცნაურია ის ფაქტი, რომ ეს რეპ-ჯგუფი იყო. "რა თქმა უნდა ყველაზე "მჟავე"(sour) მე ვიყავი ჯგუფში." - იხსენებდა ემი. ემი უიანჰაუსის სურათები <3
|