ქეით პერი უკვე დანგრეული ქორწინების პიკანტურ დეტალებზე საუბარს აგრძელებს. ცნობილი გახდა, რომ მომღერლის ყოფილმა მეუღლემ, რასელ ბრენდმა ახალი ფილმიდან „Katy Perry: Part of Me 3D" მისი მონაწილეობით გადაღებული კადრების ამოღება მოითხოვა.
რასელი სურათში მის ხსენებასაც კი უკრძალავს ქეითს. „რასელ ბრენდს და ქეითს უკვე გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება. მათი წესებით, რასელს უფლება აქვს ფილმის საფინალო ვარიანტი ნახოს, კორექტივები შეიტანოს და რამე შეცვალოს. მაგრამ განქორწინების შემდეგ, ქეითი აცხადებს, რომ სურს თაყვანისმცემლებს აჩვენოს რაც უნდა და სულაც არ თვლის ვალდებულად თავს, ვინმესგან ამის უფლება აიღოს" - აცხადებს მომღერლის მეგობარი ჟურნალთან „The Sun" საუბრისას. შეგახსენებთ, რომ რასელი და ქეითი ერთმანეთს 2012 წლის დასაწყისში დაშორდნენ, თუმცა ამის მიზეზი დღემდე უცნობია. ქეითის დოკუმენტური ფილმის „Katy Perry: Part of Me 3D" პრემიერა ამერიკულ კინოთეატრებში 3 ივლისს არის დაგეგმილი.
|