ქეითმა უკანასკნელ სინგლზე „Part Of Me" ვიდეორგოლი გადაიღო. ამისთვის კი მან მსხვერპლი გაიღო... ჯარში წავიდა. მიზეზი ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც სხვასთან ფლირტი გააბა...
თრექი „Part Of Me" ალბომის „Teenage Dream" მეშვიდე სინგლია. ალბომის „Teenage Dream" ვრცელი ვერსია, რომელსაც დაემატება ორი ახალი კომპოზიცია „Wide Awake" და „Dressin’ Up" 26 მარტს გამოვა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მომღერალმა წარმოადგინა საკუთარი ჰიტების მეგამიქსი. პოპურის ავტორია დიჯეი Tommie Sunshine .
ამ ზაფხულს ქეითი თაყვანისმცემელს დიდ სურპრიზს ჰპირდება - 3D-კონცერტი „Part Of Me".