ცნობილმა რეპერმა ქანიე ვესტმა და კიმ კარდაშიანმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნეს და ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იყვნენ (მეგობრულად) ამ 8 წლის განმავლობაში. ამისდა მიუხედავად ისინი ერთად, როგორც წყვილი აქამდე არ ყოფილან, თუმცა კი ემბერი ამტკიცებდა, რომ მათი დაშორების მიზეზი ჯერ კიმი იყო, რომელმაც ამ პერიოდში ქორწინებაც კი მოასწრო (და განქორწინებაც რა თქმა უნდა) და მათ შორის მუდამ შეიმჩნეოდა რომანტიული ბიძგები, რომელთაც ძირითადად კიმი ამჟღავნებდა.
ჭორები, რომ ისინი ერთად არიან დადასტურდა მას შემდეგ რაც ისინი დაინახეს თუ როგორ ტოვებდნენ ერთერთ კაფეს, ამასთანავე იწერება, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილია, რომ კიმი და ქანიე ერთმანეთს ნამდვილად ხვდებიან და თანაც უკვე კარგა ხანია!
|