ფილმ "ბინდის" ვარსკვლავებმა, რობერტ პატინსონმა და კრისტენ სტიუარტმა დაქორწინება გადაწყვიტეს. ამ ინფორმაციას ამერიკული მედია წყვილის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეყვარებულები ქორწილის გოთურ სტილში აღნიშვნას აპირებენ, სადაც "ბინდის" ყველა მსახიობსა და ასევე შარლიზ ტერონს და კეტი პერის დაპატიჟებენ. მსახიობები ქორწილის მენიუს შეკვეთას სწრაფი კვების ობიექტში აპირებენ. რობერტმა კრისტენი საკუთარ მეუღლედ უკვე დიდი ხანია გამოაცხადა
|