ჰოლივუდის მსახიობი კრისტენ სტიუარტი რობერტ პატინსონთან დაშორების გამო დეპრესიაშია. ორივე კინოვარსკვლავი საზოგადოებას ემალება. წყვილმა ლოს-ანჯელესში მდებარე მათი საერთო სახლი მიატოვა და თავშესაფარი მეგობრებთან მოძებნა.
რობერტი საცხოვრებლად მსახიობ რიზ უიზერსპუნთან გადავიდა. ისინი ერთმანეთს ფილმის "წყალი სპილოებს" გადაღების დროს დაუახლოვდნენ. სკანდალის აგორების შემდეგ პატინსონს დახმარების ხელი პირველად სწორედ რიზმა გაუწოდა. უიზერსპუნი ამჟამად ფეხმძიმობის მეცხრე თვეშია და ბავშვის დაბადებას სოფლის სახლში ელოდება.
კრისტენმა თავშესაფარი თავის ყოფილ პროდუსერთან, ჯოვანი ანჯელისთან იპოვა. ჯოვანი, რომელიც არატრადიციული ორიენტაციისაა, კრისტენს უმცროს დად მიიჩნევს და პრესის თავდასხმებისგან იცავს.
რამდენიმე დღის წინ მან twitter-ში დაწერა, რომ სტიუარტსა და "ფიფქიას" რეჟისორ რუპერტ სანდერსს "სექსი არ ჰქონიათ" და მათი ურთიერთობა მხოლოდ მსუბუქი ფლირტი იყო.
"კრისტენი დეპრესიაშია, მას არავის ნახვა არ სურს და შექმნილ ვითარებას გულგატეხილი თინეიჯერივით განიცდის. მსახიობი განუწყვეტლივ ტირის და არავისთან ურთიერთობა არ უნდა. ის ამბობს, რომ რობერტი გულწრფელად უყვარს და ყველაფრის გამოსწორების იმედი აქვს, თუმცა ეშინია, რომ საყვარელი ადამიანი სამუდამოდ დაკარგა", - ყვება მსახიობის ახლობელი.
პატინსონს კრისტენის სახელიც გაგონებაც არ სურს. მან მისი ახალი ფილმის "კოსმოპოლისის" პრემიერაზე მიწვეულთა სიიდან სტიუარტის სახელის ამოშლა ითხოვა. სურათი ნიუ-იორკში კინოგაქირავებაში 17 აგვისტოს ჩაეშვება.
ორი კვირის წინ ჟურნალმა Us Weekly-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრისტენ სტიუარტმა რობერტ პატინსონს უღალატა. ჟურნალის მონაცემებით, კრისტენმა რობერტი რეჟისორ რუპერტ სანდერსზე გაცვალა. ის ფილმის - "ფიფქია და მონადირე" რეჟისორია, სადაც კრისტენი ფიფქიას გასანახიერებს.