ლონდონში გამართულ "განთიადის” პრემიერას კრისტენ სტიუარტი, რობერტ პატინსონი და ტეილორ ლოტნერი დაესწრნენ. პრემიერის მსვლელობის დროს, როცა კრისტენი ავტოგრაფებს არიგებდა, მან მიიღო საშინელი მუქარები გოგონასგან, რომელმაც მოგვიანებით ეს მუქარები ტვიტერზეც გამოაქვეყნა. ის ამბობდა, რომ ყელს გამოუღადრავდა კრისტენს. მიზეზი უცნობია, მაგრამ ვიდეოში ჩანს, როგორ აწყნარებს რობი და ტეილორი კრისტენს, რომელიც ზურგით დგას კამერისკენ და ტირის. მათი საუბარი არ ისმოდა, თუმცა სავარაუდოდ ტეილორმა და რობმა მას გარეთ გასვლა შესთავაზეს. ამის შემდეგ კრისტენმა, რობმა და ტეილორმა დატოვეს შენობა.
P.S 00:58 იდან ჩანს ის მომენტი, როცა ტეი და რობი აწყნარებენ მას