კიდევ ერთი ქორწილი ჰოლივუდში. 26 წლის რობერტ პატინსონი და 22 წლის კრისტენ სტიუარტის ქორწილი ყველაზე დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში წყვილს გადაწყვეტილი აქვს, ის საუკეთესო ცერემონიად აქციოს.
რობერტმა კრისტენს ნიშნობის ბეჭედი ცოტა ხნის წინ აჩუქა და ქორწილიც დაიგეგმა. მათ ქორწილის სცენა უკვე ითამაშეს "ბინდის საგაში" და ის ყველაზე რომანტიკულ ქორწილადაა მიჩვეული, თუმცა მათ გადაწყვეტილი აქვთ, რეალურად ყველაფერი გაცილებით შთამბეჭდავი იყოს.
ჟურნალ OK!-ის ცნობით, ცერემონია წლის ბოლოს გაიმართება და ჰოლივუდში მას უკვე უწოდეს წლის ქორწილი.
წყვილი ერთმანეთს "ბინდის" გადაღებაზე შეხვდა და მას შემდეგ ერთად არიან. P.S არ ვიცი ეს ყველაფერი რამდენად მართალია მაგრამ ეს ფაქტი ინტერნეტს სწრაფად მოედოო
წყარო:Robert Pattinson Georgian fans ♥
|