ლედი გაგას მიერ გამოყენებული ჭიქა, რომლითაც ვარსკვლავმა იაპონიაში გასტროლებზე ყოფნისას, პრესკონფერენციაზე ჩაი დალია, აუქციონზე 46 000 დოლარად გაიყიდა. ფაიფურის ჭიქას მომღერლის ტუჩსაცხის კვალი ეტყობოდა, მასზე ავტოგრაფი და წარწერა "ჩვენ ვამაყობთ იაპონიით" იყო დატანილი.
ლედი გაგას ჭიქა მეორე ყველაზე ძვირფასი ნივთია, რომელიც იაპონიის აუქციონზე გაიყიდა. პირველი იოშიკის მიერ გამოყენებული პიანინო იყო, რომელის 85 000 დოლარად გაიყიდა. ჭიქის გაყიდვიდან შემოსული თანხა ახალგაზრდა იაპონელი მუსიკოსების დახმარების ფონდში გადაირიცხება.
|