მომღერალი ლედი გაგა ხელმომჭირნე მილიონერია. აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავს ფულის დახარჯვა ენანება. გაგამ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნივთებს იშვიათად ყიდულობს და მისი მენეჯერი ხშირად ეკითხება, ხომ არ დაკარგა საკრედიტო ბარათები.
"ამ ბიზნესში ფულისთვის არ მოვსულვარ. ფულს ხშირად არ ვხარჯავ. ძალიან ვხალისობ, როდესაც ჩემი მენეჯერი მეკითხება, შემთხვევით ხომ არ დავკარგე ბარათები. ხშირად მეკითხება, რატომ არ ვხარჯავ ფულს. მე კი ვპასუხობ, რომ ჯერ არ გავგიჟებულვარ. იმავე ბინაში ვცხოვრობ, სადაც 6 წლის წინ ვცხოვრობდი. ჩემი საძინებელი პატარა რადიოსტუდიის ზომისაა, ხოლო სამზარეულო 4 ფუტის დაშორებით არის", - განაცხადა მომღერალმა.
არ ვიცი ამ ადამიანს რა ვუწოდოო:თავმდაბალი თუ ძუნწიი?!ალბათ ძუნწი,რადგან მე მაგის ადგილზე ფულს ქველმოქმედებას მოვახმარდიი...(ისე უზომოდ მიყვარს ლედი გაგა)
ნახეთ ამ სურათებში რა ლამაზია ჩვენი ლედი გაგა:
|