ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა მსახიობ ტეილორ კინის დაშორდა. ჟურნალისტებთან საუბარში ვარსკვლავმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კარიერაზეა კონცენტრირებული.
ვარსკვლავი მსოფლიო ტურნეს - Born This Way Ball-ს მართავს და საჭიროებას ვერ ხედავს, ტეილორი გვერდით ჰყავდეს. მომღერალი აცხადებს, რომ მათ ურთიერთობაში "შესვენების დროა".
"მომავალ წლამდე უამრავი ტურნეს ჩატარებას გეგმავს. გაგა მიხვდა, რომ არ შეუძლია, წარმატებულ კარიერას პირადი ურთიერთობები შეუთავსოს. ის შემდეგი ალბომის ჩაწერაზეა კონცენტრირებული. სხვა ურთიერთობებისთვის დრო უბრალოდ არ რჩება. მისი სამუშაო ძალიან შრომატევადია. ტეილორი კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს; ტიპიური მსახიობია", - განაცხადა მომღერლის ახლო მეგობარმა ჟურნალ Us Weekly- თან საუბარში.
წყვილმა ერთმანეთი 2011 წლის ივლისში კლიპის - You and I- ის გადაღებაზე გაიცნო.
|