ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა საზოგადოებას თავისი ჩაცმულობით ისევ შოკში აგდებს. ის ხორცისგან შეკერილი კაბით პირველად MTV Video Music Awards-ის 2010 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა და როგორც ჩანს, ამ "მატერიისგან" შეკერილ სამოსში თავს იმდენად კომფორტულად გრძნობს, ვერ ელევა; ლედი გაგა გუშინ მელბურნში გამართული შოუს დროს, სცენაზე ხორცისგან შეკერილი მოკლე კაბით გამოვიდა.
გაჩნდა ეჭვი, რომ სამოსი ნამდვილი ხორცისგან არ იყო შექმნილი. სავარაუდოდ, ნაჭერი ხორცის ეფექტს ქმნის.
მომღერალმა კონცერტის მსვლელობის დროს კაბა გაიხადა და მხოლოდ კორსეტის ამარა დარჩა. შოუს კულმინაცია კი ზედმეტად უჩვეულო ბიუსტჰალტერი იყო, მას რევოლვერის ფორმა ჰქონდა.
ლედი გაგა უკვე ვიხილეთ სპერმის ფორმის ქუდით, მონაზონის ანაფორითა და თმით შექმნილი კაბით.
|