ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა მსოფლიო ტურნეს განაგრძობს. ვარსკვლავი მის წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებს გულგრილად არასდროს ეკიდება და არც სამხრეთ აზიის რადიკალური დაჯგუფების ნეგატიური გამოხმაურებები დარჩენია უყურადღებოდ. ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ. მომღერალი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში კონცერტს მართავდა; უეცრად მექანიკურად პიანინო მოტოციკლეტზე დადო, შემდეგ კი მაყურებელს მიმართა: "ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან შეუფერებლად ვიქცევი და ვიცვამ". შეკრებილმა მაყურებელმა მომღერლის გასამხნევებლად ყვირილი ატეხა.
"ყველა თქვენგანი ძალიან მიყვარს. ნებისმიერ თქვენგანს საუკეთესოს ვუსურვებ. მთელი გულითა და სულით მიყვარხართ!", - ასე აუხსნა სიყვარული მომღერალმა ადამიანებს, რომლებიც მის კონცერტებს აპროტესტებენ.
ცნობილია, რომ ჯაკარტის პოლიციამ ცოტა ხნის წინ ლედი გაგას კონცერტი აკრძალა, რომელიც 3 ივნისისთვის იყო დაგეგმილი. ამის მიზეზი მუსლიმანური რელიგიური ორგანიზაციების პროტესტია. ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, ეპატაჟური მომღერლის კონცერტმა შესაძლოა, ახალგაზრდებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.