ეპატაჟური მომღერალი, ლედი გაგა პირველი პოპ-შემსრულებელია, რომელმაც მიკრობლოგ "ტვიტერზე" 25 მლნ თაყვანისმცემლის შეგროვება შეძლო. საიუბილეო ციფრი ვარსკვლავმა მის ფანებს პოსტით მიულოცა.
"25 მილიონი თაყვანისმცემელი. თავს მსოფლიოში ყველაზე იღბლიან გოგოდ ვგრძნობ", - დაწერა ლედი გაგამ "ტვიტერზე".
26 წლის ვარსკვლავი "ტვიტერზე" თაყვანისმცემლების რაოდენობით, ტოპ-10-ში პირველ ადგილზეა, თუმცა ამჯერად იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ეპატაჟური მომღერლის ყოველდღიურ სტატუსებს ადევნებს თვალს, რეკორდული აღმოჩნდა.
რეიტინგში მეორე ადგილს თინეიჯერი მომღერალი ჯასტინ ბიბერი იკავებს. მას 22.5 მლნ თაყვანისმცემელი ყავს.
რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. ლედი გაგა - 25 მლნ 2. ჯასტინ ბიბერი - 22 მლნ 3. კეტი პერი - 20 მლნ 4. რიანა - 19 მლნ 5. ბრიტნი სპირსი - 17 მლნ 6. შაკირა - 16. 3 მლნ 7. ბარაკ ობამა - 16 მლნ 8. კიმ კარდაშიანი - 14 .8 მლნ 9. ტეილორ სვიფტი - 14.5 მლნ 10. ნიკი მინაჟი - 14. 2 მლნ
|