ლედი გაგას ყოველი გამოსვლა საზოგადოებაში შოკისმომგვრელია ხოლმე. მან ყველაფერი ჩაიცვა, რისი ჩაცმაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა Mugler-ით დაწყებული უმი ხორცით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი სტილი ერთი შეხევდით არანორმალურია, ის ბევრი მოდის ფოტოგრაფის, დიზაინერისა და ჟურნალების რედაქტორების შთაგონებად იქცა. გაიხსენეთ, როგორი სტილი ჰქონდა მას კარიერის დასაწყისში და როგორი ევოლუცია განიცადა მან წლების მანძილზე.